რომელი გუნდები ითამაშებენ 2019/20 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონი ჯერ არ დასრულებულა და ფინალური მატჩი პირველ ივნისს შედგება, დღევანდელი მონაცემებით, უკვე გარკვეულია 2019/20 წლების ჯგუფური ეტაპის მონაწილე 25 გუნდი.

ზოგადად, ავტომატურად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 26 გუნდი ხვდება:

  • ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული
  • ევროპა ლიგის გამარჯვებული
  • 4 საუკეთესო კლუბი ესპანეთიდან, ინგლისიდან, იტალიიდან და გერმანიიდან
  • ორი საუკეთესო კლუბი საფრანგეთიდან და რუსეთიდან
  • ასევე, პორტუგალიის, უკრაინის, ბელგიისა და თურქეთის ჩემპიონი გუნდები

აქვე, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემპიონთა ლიგის ორივე ფინალისტმა ნაციონალური ჩემპიონატიდან გაინაღდა შემდეგ სეზონში ჯგუფურ ეტაპზე თამაში, ავტომატური საგზური უეფას
რეიტინგში მე-11 ადგილზე მყოფი ჩემპიონატის გამარჯვებულს გადაეცა და ეს გუნდი ავსტრიის ჩემპიონი "ზალცბურგი" გახდა.

ქვევით შემოგთავაზებთ იმ კლუბების სიას, რომლებმაც გაინაღდეს შემდეგი სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგაზე თამაში:

  • ესპანეთიდან - "ბარსელონა", "ატლეტიკო", "რეალი", ვალენსია"
  • ინგლისიდან - "მანჩესტერ სიტი", "ლივერპული", "ჩელსი", "ტოტენჰემი"
  • იტალიიდან - "იუვენტუსი", "ნაპოლი", "ატალანტა", "ინტერი"
  • გერმანიიდან - "ბაიერნი", დორტმუნდის "ბორუსია", "ლაიპციგი", "ლევერკუზენი"
  • საფრანგეთიდან - პსჟ, "ლილი"
  • რუსეთიდან - "ზენიტი", "ლოკომოტივი"
  • პორტუგალიიდან - "ბენფიკა"
  • უკრაინიდან - "შახტარი"
  • ბელგიიდან - "გენკი"
  • თურქეთიდან - "გალათასარაი"
  • ავსტრიიდან - "ზალცბურგი"

მიუხედავად იმისა, რომ ამ გუნდებმა შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა უკვე გაინაღდეს, ეს ყველაფერი უეფამ უნდა დაადასტუროს.

ასევე, ესპანეთის, ინგლისის, იტალიის, საფრანგეთისა და რუსეთის ჩემპიონატების გამარჯვებულები ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ტრიუმფატორებთან ერთად კენჭისყრისას პირველ კალათაში მოხვდებიან.

პირველი კალათა: "ბარსელონა", "მანჩესტერ სიტი", "იუვენტუსი", პსჟ, "ზენიტი", "ლივერპული"/"ტოტენჰემი", "ჩელსი"/"არსენალი".

"ბარსელონა" და "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში 24-ედ ითამაშებენ და ეს სარეკორდო მაჩვენებელია. "პორტუს" აქვს შანსი, ესპანურ გუნდებს დაეწიოს. "იუვე" გახდა მე-6 გუნდი, რომელსაც 20-ჯერ აქვს ნათამაშები ჩემპიონთა ლიგაზე.

რაც შეეხება იტალიის სერია A-ს ბრინჯაოსმედალოსან "ატალანტას", ეს გუნდი პირველად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჰოლანდიური გუნდები საერთოდ არ დაუშვეს? ძალიან დამწყდა გული
დენის ბერგკამპიშვილი
10:48 29-05-2019
1
გალანდიის გუნდი როა, აიაქსი არ მოხვდა მააქ?
სტიგ
10:20 29-05-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული