ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის მე-18 წუთზე მოედანზე ნახევრადშიშველი გოგონა შევარდა და თამაში რამდენიმე წამით შეჩერდა.
ეს 22 წლის ამერიკელი მსახიობი და მოდელი კინსი ვოლანსკი იყო, რომელსაც საცურაო კოსტუმზე Vitaly Uncensored ეწერა. ეს ეროტიკული ვიდეოების საიტია.
მას სხვადასხვა ჟურნალებში იღებენ (Maxim, Sports Illustrated და FHM).
ვოლანსკის მატჩამდე ინსტაგრამზე 316 ათასი გამომწერი ჰყავდა, მატჩის დასრულებისას კი - 650 ათასი.