ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ტოტენჰემის" 2:0 ძლევის შემდეგ, კომენტარი "ლივერპულის" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გააკეთა.
"გახარებული ვარ. ბიჭებმა ჩემთვის იბრძოლეს და გამარჯვება დაიმსახურეს.
თქვენ გინახავთ, რომ გუნდი ჩვენსავით იბრძოდეს - როდესაც საწვავი გაუთავდა? კიდევ, ჩვენ მაგარი მეკარე გვყავს.
ეს ჩვენი საუკეთესო საფეხბურთო ღამეა. ეს მოგება გუნდის განვითრებისთვის მნიშვნელოვანია. კლუბის მფლობელები ჩვენზე ზეწოლას არასოდეს არ ახორციელებდნენ.
როგორც წესი, მატჩის დასრულების შემდეგ 20 წუთში ნახევრად მთვრალი ვარ, ახლა კი მხოლოდ წყალი დავლიე", - ციტირებს კლოპს BBC-ი.