მაურისიო პოჩეტინიო: მატჩის 0:1-დან დაწყება რთულია

AutoSharing Option
"ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა (0:2) "ტოტენჰემის" მენეჯერმა მაურისიო პოჩეტინიომ შემდეგნაირად შეაფასა.

"ჩემი ფეხბურთელებით ძალიან ამაყი ვარ. მაგრად ვიბრძოლეთ, მაგრამ არ გაგვიმართლა. გოლი პენალტით გავუშვით.

მატჩის 0:1-დან დაწყება რთულია. თამაშის გეგმა შევცვალეთ. ოპტიმისტებად უნდა დავრჩეთ. მორალურად გაგვიჭირდა. სწავლაა საჭირო, გამოცდილების მიღება. შარშან "ლივერპული" ჩვენს მდგომარეობაში იყო. აქ ძალიან მაღალი დონეა. დღეს ჩვენი ძალისხმევა საკმარისი არ აღმოჩნდა. სამწუხაროა.

კიდევ მინდა ფინალში ვითამაშოთ. ეს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია. უნდა ვეცადოთ, გვჯეროდეს და იქნებ, ახლო მომავალში ისევ გავიდეთ ფინალში".

მკითხველის კომენტარები / 2 /
ორივე უსახური გუნდი იყავით. ასეთი ფინალის რა ვთქვი.
კახა
10:04 02-06-2019
3
მაურიციო, მოგებულ შემადგენლობას არ ცვლიან
goga
13:26 02-06-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული