უეფას ყოფილი პრეზიდენტის, მიშელ პლატინის აზრით, კარლეს პუიოლთან ერთად "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ლივერპულთან" არ დამარცხდებოდა.
"დარწმუნებული ვარ, პუიოლი "ბარსელონაში" რომ ყოფილიყო, "ლივერპულთან" 0:4-ს არ წააგებდნენ. ამ გუნდს ახლა ასეთი ფეხბურთელი აკლია, რომელიც თანაგუნდელებს მოშვების უფლებას არ მისცემდა.
შესანიშნავი მცველი იყო. ჰკითხეთ რონალდოს და სხვა შესანიშნავ ფეხბურთელებს, რომელთაც მის წინააღმდეგ უთამაშიათ.
ის "ბარსას" აღზრდილი იყო და გუნდის სულს გრძნობდა, ისევე, როგორც ფრანკო ბარეზი და პაოლო მალდინი "მილანში", მარკო ტარდელი და ჯორჯო კიელინი "იუვენტუსში", - ციტირებს პლატინის "მუნდო დეპორტივო".