პეპ გვარდიოლამ ახსნა, რატომ ვერ იგებს მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგას

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მენეჯერმა პეპ გვარდიოლამ "გარდიანისთვის" მიცემულ ინტერვიუში პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგას შორის განსხვავებაზე ისაუბრა.

- "მანჩესტერ სიტიში" მუშაობა არ გფიტავს?
- როგორც წესი, სეზონს ძალიან დაღლილი ვასრულებ, თუმცა, როდესაც იგებ, ნაკლებად დაღლილი ხარ. გამარჯვება ენერგიას გმატებს.

როდესაც მეუბნებიან, რომ ჩემპიონთა ლიგა ვერ მოვიგე, ვაზუსტებ, რომ კი მინდა ამ ტურნირის მოგება, მაგრამ ჩემპიონატზე ყოველ სამ დღეში გაქვს გამარჯვების საშუალება. წაგებისას ფეხბურთელები შენდამი რწმენას კარგავენ. აი, ამიტომაა ჩვენთვის ქვეყნის პირველობა პრიორიტეტული.

- როგორ ფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის მომგებ "ლივერპულის" გულშემტკივრებს შურთ "მანჩესტერ სიტის"?
-
პრემიერლიგის მოგება ძალიან ძნელია. ამის მაგალითი ისაა, რომ 11 წლის მანძილზე პირველად დავიცავით ტიტული, "ბარსელონა" კი ამას ხშირად ახერხებს.

"ლივერპულს" 30 წელია ჩემპიონატი არ მოუგია, სეზონი კი შესანიშნავად ჩაატარა".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული