ჟორჟინიო ვეინალდუმი: ლიგის ფინალის წინ კლოპმა ეს გააკეთა...

AutoSharing Option
"ლივერპულის" ნახევარმცველმა ჟორჟინიო ვეინალდუმმა eurosport-თან საუბრისას გაიხსენა, თუ რა გააკეთა იურგენ კლოპმა 2018 წელს "რეალის" წინააღმდეგ კიევში გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ.

"თამაშამდე ბოლო დარიგებების მოსაცემად გასახდელში შემოვიდა. უცნაურად გამოიყურებოდა, შორტებზე პერანგი ეცვა. შევამჩნიეთ, რომ შორტებზე რაღაც სიმბოლო იყო. შემდეგ პერანგი შორტებში ჩაიკეცა და დავინახეთ, რომ კრიშტიანო რონალდოს შორტები ეცვა. როცა პერანგი კარგად გაისწორა და ლაპარაკი დაიწყო, გასახდელში მყოფი ყველა ადამიანი იატაკზე ვიწექით და ვხარხარებდით. ამან თამაშის წინ ნერვიულობის ტემპერატურა დააგდო. როგორც წესი, ასეთ დროს ყველა სერიოზული და მობილიზებულია, ის
კი ჩვეულებრივად იყო და ხუმრობდა", - განაცხადა "ლივერპულის" ნახევარმცველმა.

აღნიშნულ ფინალში "ლივერპული" მადრიდის "რეალთან" 1:3 დამარცხდა. ინგლისელებმა პირველ ტაიმში გუნდის ლიდერი - მოჰამედ სალაჰი დაკარგეს, ხოლო კლუბის მეკარე ლორის კარიუსმა 2 უპატიებელი შეცდომა დაუშვა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
სახალისო ისტორიაა,მაგრამ როცა კარიუსის ორ უპატიებელ შეცდომაზე ლაპარაკობთ,ალბათ ისიც უნდა აღნიშნოთ,რომ ის ტვინის შერყევით თამაშობდა და ეს შეცდომები,ამისი ბრალი იყო.რეალის ეს გამარჯვება,ალბათ ჩემპიონთა თასის ფინალებში,ყველაზე უღირსი გზებით მიღწეული გამარჯვება იყო
სოსო
13:55 14-08-2019
14
ყველაზე მაგარი კაცია)) :D
Tbiliseli
17:13 14-08-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული