ჩემპიონთა ლიგა. პლეი-ოფი: ზაგრების "დინამო" ცალი ფეხით ჯგუფშია, "ოლიმპიაკოსი" - ორივეთი [VIDEO]

AutoSharing Option
21 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველი რაუნდის დარჩენილი პირველი სამი მატჩი გაიმართა:

ზაგრების "დინამომ" "საბურთალოსა" და "ფერენცვაროშის" ძლევის შემდეგ, სახლში "რუსენბორგსაც" მოუგო (2:0) და ჯგუფური ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

ზაგრები. "მაკსიმირი". 23 859 მაყურებელი
დინამო (ზ) - რუსენბორგი 2:0
გოლები: პეტკოვიჩი (8, პენ), 2:0 ორსიჩი (28)


შვეიცარიაში "იანგ ბოიზისა" და ცრვენა ზვეზდას" შეხვედრაში საბრძოლო ფრე (2:2) დაფიქსირდა და ყველაფერი ბელგრადში გაირკვევა.

ბერნი. "ვანკდორფი". 26 375 მაყურებელი
იანგ ბოიზი - ცრვენა ზვეზდა 2:2
გოლები:
1:0 ასალე (7), 1:1 დეგენეკი (18), 1:2 გარსია (46), 2:2 ოარო (76)


"ოლიმპიაკოსმა" "კრასნოდართან" განმეორებითი შეხვედრის წინ ოთხბურთიანი ფორა მოიპოვა (4:0) და სასწაული უნდა მოხდეს, რუსული გუნდის ბარიერი რომ ვერ გადალახოს.

პირეოსი. "კარაისკასი". 29 132 მაყურებელი
ოლიმპიაკოსი - კრასნოდარი 4:0
გოლები: 1:0 გერერო (30), 2:0 რანჯელოვიჩი (78), 3:0 რანჯელოვიჩი (85), 4:0 პოდენსე (49)


განმეორებითი შეხვედრები 27 და 28 აგვისტოს ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
აგაშენა ღმერთმა,ზუსტად მაგას ვამბობ-მაიმუნობენ მეთქი!!!
გიოშა
24 აგვისტო 2019 00:45
0
ვიზე და რაზე საუბრობთ? აგერ ქართული სასახელო გუნდი გყოლიათ მობურთალენი...
დავით აღმაშენებელი
22 აგვისტო 2019 17:43
0
ახლა რომ გაცნობოთ 2005 წელს მოსკოვის ცსკ-ას მიერ უეფას თასის ფინალურ მატჩში პორტუგალიის სპორტინგინგთან 3-1 გამარჯვება ფოკუზი იყო მეთქი-ხო გადაირევით და სულ "შემოიხევთ ტანზე ყველაფერს"-აჰ,ამ დონეზე როგორ შეიძლება ასეთი ცუდი რამ მოხდესო.:) სირცხვილია მაგის დაწერაო.:)
გიოშა
22 აგვისტო 2019 16:38
0
ღრ.პატ.ზუზუ თქვენთვის არსდროს შეურაცყოფა არ მომიყენებია-უვიცი არ მიწოდეია! მართალი გითხრათ ძალიან დიდი წარმოდგენა გაქვთ თქვენს თავზე.რატომ გგონიათ,რომ თქვენ რასაც ფიქრობთ აუცილებლად ის არის სწორი და ამის გამო უცნობ პიროვნებას საჯაროთ,საზოგადოების წინაშე ცუდათ მოიხსენიებთ??? დაე,ხალმა განსაჯოს ვინ არის უვიცი-მე თუ თქვენ!
გიოშა
22 აგვისტო 2019 13:54
0
სირცხვილია უბრალოდ მაგ დონეზე თამაშს რომ ჩაწყობილს უწოდებ.. გამოვა, გაიტანს ჯერარდი და მილანს შემოუტრიალებენ თამაშს და გამოხტება მერე ვიღაც უვიცი და იტყვის ჩაწყობილიაო ;დდ ან რა გაგიკვირდათ საბურთალოს წაგება და გამოვარდნა, პირველი თამაშის მერე ვიცოდი რომ წააგებდნენ მეორე თამაშს. ჩაწყობილი ყოფილა თურმე ;დ რატომღაც არ ჩანს უეფას რაპორტი და რახდება??? :)))) ყველა პროფესორია და ყველამ ყველაფერი იცის ამ ქვეყანაში ;დ
ზუზუ
22 აგვისტო 2019 12:23
4
:) სწორედ უეფას ხელმძღვანელი პირების მიერ არის დაგეგმილი,ორგანიზებული და მმართული ყველა გარიგებული მატჩი! როდის უნდა მიხვდეთ რომ ეს ასეა? თქვენ ან ტოტალიზატორში მომუშავე ხართ ან თქვენი საქმიანობით ფეხბურთთან დაკავშირებული პირი ან ახალგაზრდა გამოუცდელი,დღევანდელ ფეხბურთში არსებულ კორუპციაში ჩაუხედავი გულშემატკივარი!:)
გიოშა
22 აგვისტო 2019 13:13
1
კრასნოდარის მიერ 2004 წლის ჩემპიონთა თასის მფლობელის პორტოს ორი მატჩის ჯამში სენსაციური გამოგდების შემდეგ, უშანსოდ აგებს პირეოსის ოლიმპიაკოსთან 0-4 :) მოდი და ნუ იფიქრებ დღეს კაცი საფეხბურთო მაფიის არსებობაზე!!!

სასწაულები ჯერ კიდევ ხდება,თუ გავიხსენებთ შარშან ჩატარებულ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩს ბარსელონასა და ლივერპულს შორის და საერთოდ ამ გათამაშების ყველა პლეი-ოფის მატჩს: მსოფლიოში საუკეთესო გუნდმა სადაც თამაშობს მესი,ასევე მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი-მოიგო პირველი შეხვედრა შინ დიდი ანგარიშით 3-0 ერთი კვირის შემდეგ კი სტუმრად ლივერპულთან უფრო დიდი სხვაობით,თანაც მშრალი ანგარიშით 0-4 წააგო:))) სრული აბსურდია.მესი ჰგავდა სოფლის გუნდის ფეხბურთელს,როგორც მთლიანად ბარსელონა!!!

ვიღაც იტყვის,”ლივერპულმა 2016 წელსაც ხომ დაამარცხა ბარსელონა 4-0 ” ფული ჯოჯოხეთს ანათებს ”ინგლისურ ფეხბურთში დიდი ფული ტრიალებს,გარდა ამისა თავად ბრიტანელებმა გამოიგონეს ეს თამაში და ...!!!
გიოშა
22 აგვისტო 2019 10:45
10
:))) წერეთ წერეთ დიზლაიკები-საბურთოლოზე რომ გაცნობეთ შერიფთან ორივე თამაშში ფოკუზი გააკეთა მეთქი მაშინ უფრო მეტი იყო... ვიდრე ახლა და...:)))))
გიოშა
22 აგვისტო 2019 12:41
0
იმავე ბარსელონამ, პსჟ–ს 0-4, მეორე მატჩის ბოლო 10 წუთში რომ ამოუტრიალა, იმის გჯერა?
1234
22 აგვისტო 2019 11:46
0
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული