ჩემპიონთა ლიგა. პლეი-ოფი: "აიაქსს" მცველი გაუგდეს, "სლავიამ" საოცარი გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
20 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველი რაუნდის სამი მატჩი გაიმართა.

გათამაშების შარშანდელი ნახევარფინალისტი "აიაქსი" ნიქოზიაში "აპოელს" დაუზავდა (0:0).

სტუმრები ტერიტორიულ უპირატესობას კი ფლობდნენ, მაგრამ სხვა მხრივ, მეტოქე ვერაფრით ვერ დაჯაბნეს დ ფრეს დასჯერდნენ, თუმცა მათთვის საპასუხო შეხვედრის წინ ეს უკვე საკმაო ფორა გახლავთ.

მსაჯმა მე-80 წუთზე მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა ამსტერდამული გუნდის მცველი მაზრაუი.


პრაღის "სლავიამ" რუმინეთში 1:0 მოუგო "კლუჟს". მასოპუსტმა საოცარი გოლი გაიტანა - კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს ჰაერში დაარტყა და საჯარიმოს გარედან
შეაგდო.

ხოლო "ბრიუგემ" ავსტრიაში პენალტით 1:0 სძლია "ლასკს".


დღეს, 21 გვისტოს, პლეი-ოფის კიდევ სამი მატჩი ჩატარდება:

დინამო (ზ) - რუსენბორგი
იანგ ბოიზი - ცრვენა ზვეზდა
ოლიმპიაკოსი - კრასნოდარი
მკითხველის კომენტარები / 2 /
სოფლის გუნდების თამაშზე რომ პენლტს დანიშნავს მსაჯი მასპინძლების სასარგებლოდ, ზუსტად ისეთი პენალტი დაინიშნა სლავიას კარში.
გიოშა
11:26 21-08-2019
1

სიახლეები პოპულარული