21 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველი რაუნდის დარჩენილი პირველი სამი მატჩი გაიმართა:
ზაგრების "დინამომ" "საბურთალოსა" და "ფერენცვაროშის" ძლევის შემდეგ, სახლში "რუსენბორგსაც" მოუგო (2:0) და ჯგუფური ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
ზაგრები. "მაკსიმირი". 23 859 მაყურებელი
დინამო (ზ) - რუსენბორგი 2:0
გოლები: პეტკოვიჩი (8, პენ), 2:0 ორსიჩი (28)
შვეიცარიაში "იანგ ბოიზისა" და ცრვენა ზვეზდას" შეხვედრაში საბრძოლო ფრე (2:2) დაფიქსირდა და ყველაფერი ბელგრადში გაირკვევა.
ბერნი. "ვანკდორფი". 26 375 მაყურებელი
იანგ ბოიზი - ცრვენა ზვეზდა 2:2
გოლები:
1:0 ასალე (7), 1:1 დეგენეკი (18), 1:2 გარსია (46), 2:2 ოარო (76)
"ოლიმპიაკოსმა" "კრასნოდართან" განმეორებითი შეხვედრის წინ ოთხბურთიანი ფორა მოიპოვა (4:0) და სასწაული უნდა მოხდეს, რუსული გუნდის ბარიერი რომ ვერ გადალახოს.
პირეოსი. "კარაისკასი". 29 132 მაყურებელი
ოლიმპიაკოსი - კრასნოდარი 4:0
გოლები: 1:0 გერერო (30), 2:0 რანჯელოვიჩი (78), 3:0 რანჯელოვიჩი (85), 4:0 პოდენსე (49)
განმეორებითი შეხვედრები 27 და 28 აგვისტოს ჩატარდება.
სასწაულები ჯერ კიდევ ხდება,თუ გავიხსენებთ შარშან ჩატარებულ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩს ბარსელონასა და ლივერპულს შორის და საერთოდ ამ გათამაშების ყველა პლეი-ოფის მატჩს: მსოფლიოში საუკეთესო გუნდმა სადაც თამაშობს მესი,ასევე მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი-მოიგო პირველი შეხვედრა შინ დიდი ანგარიშით 3-0 ერთი კვირის შემდეგ კი სტუმრად ლივერპულთან უფრო დიდი სხვაობით,თანაც მშრალი ანგარიშით 0-4 წააგო:))) სრული აბსურდია.მესი ჰგავდა სოფლის გუნდის ფეხბურთელს,როგორც მთლიანად ბარსელონა!!!
ვიღაც იტყვის,”ლივერპულმა 2016 წელსაც ხომ დაამარცხა ბარსელონა 4-0 ” ფული ჯოჯოხეთს ანათებს ”ინგლისურ ფეხბურთში დიდი ფული ტრიალებს,გარდა ამისა თავად ბრიტანელებმა გამოიგონეს ეს თამაში და ...!!!