ჩემპიონთა ლიგა. პლეი-ოფი: ზაგრების "დინამო" ცალი ფეხით ჯგუფშია, "ოლიმპიაკოსი" - ორივეთი [VIDEO]

AutoSharing Option
21 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველი რაუნდის დარჩენილი პირველი სამი მატჩი გაიმართა:

ზაგრების "დინამომ" "საბურთალოსა" და "ფერენცვაროშის" ძლევის შემდეგ, სახლში "რუსენბორგსაც" მოუგო (2:0) და ჯგუფური ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

ზაგრები. "მაკსიმირი". 23 859 მაყურებელი
დინამო (ზ) - რუსენბორგი 2:0
გოლები: პეტკოვიჩი (8, პენ), 2:0 ორსიჩი (28)


შვეიცარიაში "იანგ ბოიზისა" და ცრვენა ზვეზდას" შეხვედრაში საბრძოლო ფრე (2:2) დაფიქსირდა და ყველაფერი ბელგრადში გაირკვევა.

ბერნი. "ვანკდორფი". 26 375 მაყურებელი
იანგ ბოიზი - ცრვენა ზვეზდა 2:2
გოლები:
1:0 ასალე (7), 1:1 დეგენეკი (18), 1:2 გარსია (46), 2:2 ოარო (76)


"ოლიმპიაკოსმა" "კრასნოდართან" განმეორებითი შეხვედრის წინ ოთხბურთიანი ფორა მოიპოვა (4:0) და სასწაული უნდა მოხდეს, რუსული გუნდის ბარიერი რომ ვერ გადალახოს.

პირეოსი. "კარაისკასი". 29 132 მაყურებელი
ოლიმპიაკოსი - კრასნოდარი 4:0
გოლები: 1:0 გერერო (30), 2:0 რანჯელოვიჩი (78), 3:0 რანჯელოვიჩი (85), 4:0 პოდენსე (49)


განმეორებითი შეხვედრები 27 და 28 აგვისტოს ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
აგაშენა ღმერთმა,ზუსტად მაგას ვამბობ-მაიმუნობენ მეთქი!!!
გიოშა
00:45 24-08-2019
0
ვიზე და რაზე საუბრობთ? აგერ ქართული სასახელო გუნდი გყოლიათ მობურთალენი...
დავით აღმაშენებელი
17:43 22-08-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული