ჩემპიონთა ლიგა. პლეი-ოფი: ჯგუფური ეტაპის ყველა მონაწილე გაირკვა

AutoSharing Option
28 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის დარჩენილი სამი საპასუხო მატჩი გაიმართა.

"აიაქსს" "აპოელმა" კვიროსში ნამდვილი ბრძოლა გაუმართა და ნულოვან ფრეს მიაღწია, ჰოლანდიაში კი მასპინძლები უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ. პირველი ტაიმის დასასრულს ამსტერდამული გუნდი ალვარესმა დააწინაურა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში ჰუნტელაარის გოლი მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გააუქმა. თუმცა, "აიაქსის" კაპიტანმა ტადიჩმა მაინც დალაშქრა მეტოქის კარი, 2:0 და ტურნირის გასული სეზონის ნახევარფინალისტი ჯგუფურ ეტაპზე ოცდამეათედ გავიდა.

ამსტერდამი. "იოჰან კრუიფი"
აიაქსი - აპოელი 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 ალვარესი (43), 2:0 ტადიჩი (80)

"სლავიამ" სახლშიც 1:0 სძლია
"კლუჟს" და სანუკვარ ჩემპიონთა ლიგაში შეაღწია.

პრაღა. "სინობო"
სლავია - კლუჟი 1:0 (1:0)
გოლები: 1:0 ბორილი (66)

"ბრიუგემ" ავსტრიაში მოგების შემდეგ, ბელგიაშიც დაამარცხა (2:1) ლინცური გუნდი.

ბრიუგე. "ჟან ბრეიდელი"
ბრიუგე - ლასკი 2:1 (1:0)
გოლები: 1:0 ვანაკენი (70), 1:1 კლაუსი (74, პენ), 2:1 დენისი (89)
გაძევება: ტრაუნერი (81, ლასკი)

ჯგუფურ ეტაპზე "აიაქსი", "სლავია" და "ბრიუგე" გავიდნენ.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული