"მანჩესტერ სიტის" მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრაზე გააკეთა კომენტარი.
"როგორც მოხდა, ისე მოხდა. "შახტართან" მატჩების წინ მისი თამაშებისთვის არ მიყურებია, ზაგრების "დინამოსა" და "ატალანტას" შეხვედრებიც არ მინახავს. თუმცა, ვიცნობ "ატალანტას" მწვრთნელს და ვიცი, რომ ამ გუნდმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა.
შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მნიშვნელოვანია თუ არა ჩემპიონთა ლიგის მოგება? მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ არ გამოგვივიდა, იმავე ადამიანად დავრჩები. დილით ჩვეულებრივდ ავდგები, კარგად გამოვიკვებები, მეყვარება ახლობლები, ჩემი ცხოვრება არ შეიცვლება.
საკუთარ თავთან პირნათელი ვარ, ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენსავით ძლიერი გუნდი
ბევრია. ერთი შეცდომა და წარუმატებელი თამაში და შენ გავარდები", - ციტირებს გვარდიოლას Sky Sports-ი.
საკუთარ თავთან პირნათელი ვარ, ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენსავით ძლიერი გუნდი