ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" მატჩის წინ პსჟ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, წამყვანი თავდამსხმელები - ნეიმარი, კილიან მბაპე და ედინსონ კავანი ვერ დაეხმარებიან.
ნეიმარი დისკვალიფიცირებულია, ხოლო მბაპე და კავანი - ტრავმირებულნი.
რაც შეეხება "ბლანკოსს", მცველ მარსელოს კისრის ტრავმა აქვს და 10 დღე მოუწევს უქმობა.
"პარი სენ ჟერმენისა" და "რეალის" მატჩი 18 სექტემბერს გაიმართება.