დღეს, 17 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართება.
ცენტრალური შეხვედრები გერმანიასა და იტალიაში ჩატარდება, დორტმუნდის "ბორუსია" "ბარსელონას" უმასპინძლებს, ხოლო "ნაპოლი" - "ლივერპულს". თუმცა, ამ შეხვედრების გარდა, კიდევ 6 მატჩი გაიმართება.
"ლიონი" - "ზენიტი"
"ლიონი" და "ზენიტი" ჩემპიონთა ლიგაზე აქამდე ერთმანეთს სულ 2-ჯერ შეხვდნენ და 2015/16 წლების სეზონში გამართული ორივე შეხვედრა რუსული კლუბის გამარჯვებით დასრულდა (3:1, 2:0). შარშანდელ სეზონში "ლიონმა" შეძლო ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში გასვლა, სადაც "ბარსასთან" ორ მატჩში დამარცხდა (0:0, 1:5). იგივე შედეგი ჰქონდა "ზენიტს"- "ლიონი"
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას კლუბმა 3 მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაკარგა - ნაბილ ფეკირი, ფერლანდ მენდი და ტანგი ნდომბელე. თუმცა "ლომებს" ახლაც ჰყავთ ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც მოწინააღმდეგე გუნდისთვის პრობლემების შექმნა შეუძლიათ - მემფის დეფაი, მუსა დემბელე და ახალგაზრდა, 21 წლის ჰუსემ ოარი.
სავარაუდო შემადგენლობა: ლოპეში, ტეტე, დინაიერი, ანდერსენი, დუბუა, მენდეში, ტუსარი, ოარი, ტრაორე, დეფაი, დემბელე
- "ზენიტი"
წელს "ზენიტმა" ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა და "ბარსელონადან" მალკომი იყიდა. თუმცა, ბრაზილიელის გარდაც, რუსებს ჰყავთ გამორჩეული ფეხბურთელები - არტიომ ძიუბა, ბრანისლავ ივანოვიჩი, მატიას კრანევიტერი.
სავარაუდო შემადგენლობა: ლუნიოვი, ივანოვიჩი, რაკიცკი, სანტოსი, კუზაევი, ბარიოსი, აზდოევი, ჟირკოვი, აზმუნი, ძიუბა
მატჩი თბილისის დროით 20:55 საათზე დაიწყება.
"ინტერი" - "სლავია"
მილანურმა კლუბმა, ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით, სეზონი საკმაოდ კარგად დაიწყო და სერია A-ში 3-ვე თამაშის მოგება მოახერხა. დღესაც "ინტერისაგან" ყველა გამარჯვებას ელოდება.
"ინტერი" და პრაღის "სლავია" ერთმანეთს აქამდე არასდროს შეხვედრიან. შარშანდელ სეზონში "ინტერი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩა, ბოლო ტურში უმოტივაციო პსვ-ს ვერ მოუგო.
ევროპა ლიგაზე გადაბარგებულმა "ინტერმა" 1/8-ფინალში "აინტრახტთან" წააგო. ხოლო ჩეხებმა ევროპა ლიგის 1/4-ფინალში გასვლა მოახერხეს და "ჩელსისთან" 2 მატჩის ჯამში 3:5 დამარცხდნენ. დღეს კი "ინტერი" ვალდებულია, გაიმარჯვოს, თუ კლუბს 1/8-ფინალში გასვლა სურს, რადგან მომდევნო 4 შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე დორტმუნდის "ბორუსიასა" და "ბარსელონასთან" ექნება.
- "ინტერი"
სავარაუდო შემადგენლობა: ჰანდანოვიჩი, გოდინი, დე ვრეი, სკრინიარი, ასამოა, ბროზოვიჩი, ბარელა, კანდრევა, სენსი, ბარელა, ლუკაკუ, პოლიტანო
- "სლავია"
სავარაუდო შემადგენლობა: კოლარი, კუფალი, კუდელა, ჰოროვკა, ბორილი, კრალი, სოუჩეკი, ოლადეი, სტანჩუ, მასოპუსტი, შკოდა
მატჩი თბილისის დროით 20:55 საათზე დაიწყება.
დორტმუნდის "ბორუსია" - "ბარსელონა"
ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა დორტმუნდში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ეს ორი კლუბი აქამდე ერთმანეთს საერთოდ არ შეხვედრია.
საკმაოდ რთული ჯგუფი შეხვდათ კლუბებს, რადგან მილანის "ინტერიც" ამ ჯგუფშია. ამ ორი კლუბის მიღწევების შესახებ, ალბათ, არცაა საუბარი საჭირო.
მატჩის ერთ-ერთი მთავარი ყურადღება გერმანელთა შემტევ პაკო ალკასერზე იქნება გადატანილი, რომელმაც მატჩის წინ განაცხადა, რომ "ბარსელონაში" მას რამდენიმე ფეხბურთელი ზემოდან უყურებდა და არ აფასებდა.
- დორტმუნდის "ბორუსია"
სავარაუდო შემადგენლობა: ბურკი, ჰაკიმი, აკანჯი, ჰუმელსი, გერერო, დილეინი, ვიტსელი, ბრანდტი, როისი, სანჩო, ალკასერი
- "ბარსელონა"
სავარაუდო შემადგენლობა: ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, ლენგლე, ალბა, დე იონგი, ბუსკეტსი, სერხი რობერტო, გრიზმანი, სუარესი, პერესი
მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
"ნაპოლი" - "ლივერპული"
ამ შეხვედრაში ერთმანეთს არც ისე უცნობი კლუბები შეხვდებიან. ნეაპოლელები და ლივერპულელები შარშანდელი სეზონის ჯგუფურ ეტაპზეც შეხვდნენ ერთმანეთს და ორივე შეხვედრაში მასპინძლებმა ერთნაირი ანგარიშით მოიგეს - 1:0. ორივე გუნდი ჯგუფის ფავორიტად ითვლება, რადგან მათთან ერთად "გენკი" და "ზალცბურგი" მოხვდნენ. ამიტომ, დღეს, წესით, ჩაკეტილი თამაში არ უნდა ვიხილოთ და 1 გოლზე მეტიც უნდა გავიდეს.- "ნაპოლი"
სავარაუდო შემადგენლობა: მერეტი, დი ლორენცო, მაკსიმოვიჩი, კულიბალი, მარიო რუი, კალეხონი, რუის პენია, ინსინიე, ზელინსკი, ლოზანო მერტენსი
- "ლივერპული"
იურგენ კლოპს მხოლოდ მეკარის პრობლემა აქვს - გუნდს კარის ძირითადი დარაჯი, ბრაზილიელი ალისონი დააკლდება. ნაბი კეიტა დიდი ხანია ტრავმირებულია და შემადგენლობაში არც ის იქნება.
სავარაუდო შემადგენლობა: ადრიანი, ალეკსანდრ-არნოლდი, მატიპი, ვან დაიკი, რობერტსონი, ფაბინიო, ჰენდერსონი, ვაინალდუმი, სალაჰი, ფირმინო, მანე
მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
"აიაქსი" - "ლილი"
ფრანგული "ლილი" 4-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა ჩემპიონთა ლიგას და შარშანდელი სეზონის ერთ-ერთ აღმოჩენას, ამსტერდამის "აიაქსს" გასვლაზე შეხვდება.
ეს კლუბები აქამდე არასდროს შეხვედრიან ერთმანეთს. ჯგუფში, მათ გარდა, "ჩელსი" და "ვალენსია" არიან და 1/8-ფინალის საგზურისთვის საკმაოდ დაძაბული ბრძოლაა მოსალოდნელი. ამის ფონზე, "აიაქსს" აუცილებლად სჭირდება გამარჯვება, თუ შემდეგ ეტაპზე გასვლა სურს.
- "აიაქსი"
სავარაუდო შემადგენლობა: ონანა, ველტმანი, შურსი, ბლინდი, ტალიაფიკო, ალვარესი, პრომესი, მარტინესი, ზიეჩი, ტადიჩი, ნერესი
- "ლილი"
სავარაუდო შემადგენლობა: მაინანი, პიე, ფონტე, დიალო, ბრადარიჩი, ანდრე, სუმარე, იკონე, იალიჯი, ბამბა, ოსიმენი
მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ამ შეხვედრების გარდა, ლონდონში "ჩელსი" "ვალენსიას" უმასპინძლებს. "ბენფიკა" საკუთარ მოედანზე "ლაიპციგს" მიიღებს, ხოლო ბელგიური "გენკი" გასვლაზე შეხვდება ავსტრიულ "ზალცბურგს". ყველა ეს შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.