"ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგაზე ნამატჩევს (2:0), კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გააკეთა.
"გეგმის მიხედვით უნდა გვემოქმედა: მაღალი პრესინგი და საჭიროების შემთხვევაში, დაცვაში ღრმად ჩადგომა. ყველაფერი კარგად გავაკეთეთ.
შეხვედრისას სხვადასხვა სიტუაციასთან ადაპტირება გვმართებს. როდესაც მეტოქე ბურთს აკონტროლებდა, თავს შესანიშნავად ვიცავდით, მერე კი მომენტები გამოვიყენეთ. ძალიან ბალანსირებული მატჩი გამოვიდა.
ვფიქრობ, ამოცანას თავი გავართვით. "ლივერპულს" ევროპის საუკეთესო გუნდად ვთვლი", - განუცხადა ანჩელოტიმ უეფას საიტს.