პენალტის მოგერიებისას მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა წესი დაარღვია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"დორტმუნდთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩში (0:0) "ბარსელონას" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა საოცარი რეაქცია გამოავლინა - მარკო როისის დარტყმული პენალტი მოიგერია, შემდეგ კი ბურთს დაეუფლა. თუმცა იმ მომენტში წესი დაარღვია, რაც რუმინელმა მსაჯმა ოვიდიუ ჰაცეგანმა ვერ შენიშნა.

განვმარტავთ, წესი ასეთია: "ბურთის დარტყმის მომენტში მეკარე ხაზზე ცალი ფეხით მაინც უნდა იდგეს".

როგორც სურათიდან ჩანს, ტერ შტეგენმა წესი დაარღვია და არბიტრს როისისთვის განმეორებით უნდა მიეცა თერთმეტმეტრიანის შესრულების უფლება.

სხვათა შორის, გერმანელმა გოლკიპერმა ტურნირზე 6-დან 4 პენალტი მოიგერია და ამ მაჩვენებლით "შახტარელ" ანდრეი პიატოვს გაუთანაბრდა.

alt

ჩემპიონთა ლიგა. I ტური: "ლივერპული" ნეაპოლში დაეცა, "ბარსელონა" ტერ შტეგენმა გადაარჩინა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
წუხელ ოცდამეხუთე წუთიდან ვუყურე ამ თამაშს.ალბამ ტრავმა მიიღო და პირველ ტაიმშივე შეცვალეს,მეორე ტაიმში ბუსკეტსიც შეცვალეს და დორტმუნსა ხელფეხი გაეხსნა.საოცარი თამაში ჩაატარა ტერ შტეგენმა.ასე მგონია,ჰაერსაც კი არ გაატარებდა საკუთარი კარის ბადეში და მიუხედავად მისი ასეთი თამაშისა,ალბათ მაინც უნდა გაეტანა დორტმუნდს.ბარსას რიგებში მეორე ტაიმში მესიც შეუშვეს,მაგრამ აშკარად შორსაა ფორმისაგან.უვარჯიშებლობა პასების სიზუტეს დაეტყო.სუარესიც დაიკარგა მეორე ტაიმში,ბურთს აღარ აწვდიდნენ.ალბათ მასაც პრობლემა ჰქონდა.პენალტის დროს დარღვევა იყო,მაგრამ საპენალტოდ ცოდვა იყო და ალბათ ამიტომ აღარ გაამეორებინა პენალტი.
სოსო
10:56 18-09-2019
2
წესი რომ დაერღვია მსაჯი თუ არა 'ვარი" მაინც შენიშნავდა,რახან ეს ასე არ მოხდა ე.ი ყველაფერი წესრიგში იყო და თქვენ ნუ იგონებთ რაღაცეებს,ასე რომ ყველაფერი წესრიგშია
jaba
10:02 18-09-2019
21

სიახლეები პოპულარული