ლუის სუარესის პირადი ანტირეკორდი ჩემპიონთა ლიგაზე

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელ ლუის სუარესს უკვე 4 წელია, რაც ჩემპიონთა ლიგაზე კლუბის მაისურით გასვლით შეხვედრებში გოლი ვერ გააქვს.

დორტმუნდის "ბორუსიასთან" გამართული შეხვედრა ურუგვაელისთვის კი რიგით მე-19 იყო.

ურუგვაელ თავდამსხმელს "ბარსელონას" შემადგენლობაში 250 მატჩი აქვს ჩატარებული, რომლებშიც 179 გოლი გაიტანა და 86 საგოლე გადაცემა გააკეთა. თუმცა, ეს შთამბეჭდავი სტატისტიკა კატალონიური კლუბის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლით თამაშებს არ ეხება.

სუარესს ევროპულ დონეზე გასვლით შეხვედრაში 2015 წლიდან არ გაუტანია. 32 წლის ფორვარდისთვის, ეს არც ისე სახარბიელო სტატისტიკა გახლავთ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული