
კიევში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე მსოფლიოს ექსჩემპიონს კრივში, მაიკ ტაისონს სპორტში ყველაზე ცუდ ბიჭებზე კითხეს, რომლის სიაც ESPN-მა შეადგინა.
- მაიკ, იცით, სპორტში ყველაზე ცუდი ბიჭების სიაში მესამე ადგილზე ხართ?
- მე მესამე ვარ? ვინ არის პირველი? ლუის სუარესი? მას არ ვიცნობ. ისიც იკბინებოდა? დარწმუნებული ვარ, ამისათვის 3 მილიონი დოლარით დააჯარიმებდნენ.
როდესაც ამ სიას შეადგენთ, პირველ ადგილზე უნდა ვიყო.
როდესაც ამ სიას შეადგენთ, პირველ ადგილზე უნდა ვიყო.
ESPN-ის სიაში პირველი სუარესია, მეორეზე ასევე ფეხბურთელი ჯოუი ბარტონი, ტაისონი კი - მხოლოდ მესამეზე.