ხავი ერნანდესმა ჩემპიონთა ლიგის 3 ფავორიტი დაასახელა

AutoSharing Option
"ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ხავი ერნანდესმა, რომელიც ამჟამად "ალ სადის" მთავარი მწვრთნელია, ბრიტანულ Mirror-თან საუბარში ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის 3 ფავორიტი დაასახელა.

"ჩემი აზრით, "ბარსელონას" გარდა, ამ სეზონში მთავარი ფავორიტები "მანჩესტერ სიტი" და "ლივერპული" არიან. ჩვენ უკვე ვიცით, რომ"ლივერპულს" ყველაფერი აქვს, რაც ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად არის საჭირო. ეს ძალიან ძლიერი გუნდია. რაც შეეხება "სიტის", ინგლისის ჩემპიონატის ზედიზედ 2-ჯერ მოგების შემდეგ, მგონია, რომ პეპისთვის ამ სეზონში პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნება. არასდროს იცი, თუ რა მოხდება მომავალში, თუმცა
მე ამ სამ კლუბს ვხედავ პოტენციურ გამარჯვებულთა შორის", - განაცხადა 39 წლის ხავიმ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
როცა ხავი ინტერვიუს აძლევდა, ბაბუ პერესი იჯდა და ფიქრობდა ამ დროს: "არც კი მინდა წარმოვიდგინო რას ფიქრობდა"
ანზ
22:26 18-09-2019
0
ლოლ, რაღა დროს ბარსელონაა ლიგაზე,
Megreli
20:39 18-09-2019
6

სიახლეები პოპულარული