ჩემპიონთა ლიგა. I ტური: პსჟ-მა "რეალს" შავი დღე აყარა, "ატლეტიკომ" "იუვენტუსს" 0:2 ამოუქაჩა [VIDEO]

AutoSharing Option
18 სექტემბერს ჩატარებული ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩებიდან განსაკუთრებით საინტერესო პსჟ-"რეალი" და "ატლეტიკო"-"იუვენტუსი" იყო.

A ჯგუფი
"პარი სენ ჟერმენმა" თავდამსხმელთა წამყვანი ტრიოს (ნეიმარი, მბაპე, კავანი) გარეშე 3:0 დაამარცხა "რეალი". მათ არყოფნაში გუნდს დი მარია გაუძღვა, რომელსაც ასე კარგად დიდი ხანია აღარ უთამაშია. მან დუბლი შეასრულა და შეეძლო ჰეთ-თრიკიც მიეთვალა.

დი მარია მესამე ფეხბურთელია, რომელმაც "რეალთან" და "ბარსელონასთან" დუბლები შეასრულა. აქამდე ეს ბრაზილიელმა ჟარდელმა და უკრაინელმა შევჩენკომ შეძლეს. ამას გარდა, დი მარიას ზედიზედ მეორე სეზონია გააქვს გოლი ყოფილი გუნდის კარში - შარშან
"მანჩესტერი" დაამწუხრა.

"რეალს" ჩემპიონთა ლიგაზე 2003/04 წლების სეზონის შემდეგ კარში პირველად არ დაურტყამს ბურთი. "ბლანკოსი" ტურნირზე უკანასკნელ 4 შეხვედრაში 3-ჯერ დიდი ანგარიშით დამარცხდა (ცსკა-სთან 0:3, "აიაქსთან" 1:4 და "აიაქსს" 2:1 მოუგო). აშკარაა, ასეთი ასპარეზობით ზიდანის გუნდს ყველა ტურნირზე გაუჭირდება წარმატების მიღწევა.

ბენზემამ ტურნირზე 113-ე მატჩი ჩაატარა, რაც ფრანგ ფეხბურთელებს შორის რეკორდია.

აზარმა პირველად ითამაშა "რეალის" სასტარტოში. მან ყველა ტურნირზე პსჟ-ს 17 მატჩში ვერ გაუტანა გოლი.

პარიზი. "პარკ დე პრენსი". 46 361 მაყურებელი
პსჟ - რეალი 3:0
გოლები: 1:0 დი მარია (14), დი მარია (33), 3:0 მუნიე (90+1)



ბრიუგე. "იან ბრეიდელი". 26 616 მაყურებელი
ბრიუგე - გალათასარაი 0:0

B ჯგუფი
"ბაიერნი" სრულ უპირტესობას ფლობდა "ცრვენა ზვეზდასთან" და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

ლევანდოვსკიმ ყველა ტურნირზე "ბაიერნში" 249 მატჩში 200 გოლი გაიტანა. ის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც მეოთხე სეზონია ჩემპიონთა ლიგის სასტარტო მატჩში გააქვს გოლი.

მიულერი 106 მატჩით ტურნირზე "ბაიერნის" რეკორდსმენი გახდა.

მიუნხენი. "ალიანც-არენა". 70 000 მაყურებელი
ბაიერნი - ცრვენა ზვეზდა 3:0
გოლები: 1:0 კომანი (34), 2:0 ლევანდოვსკი (80), 3:0 მიულერი (90+1)


პირეოსი. "კარაისკასი". 31 001 მაყურებელი
ოლიმპიაკოსი - ტოტენჰემი 2:2
გოლები: 0:1 კეინი (26, პენ), 0:2 ლუკას მოურა (30), 1:2 პოდენსე (44), 2:2 ვალბუენა (54, პენ)

C ჯგუფი
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალოს" მძლეველმა ზაგრების "დინამომ" სახლში "ატალანტა" 4:0 გაანადგურა.

ნახევარმცველი ორსიჩი მეორე ფეხბურთელია, რომელმაც ამ სეზონში სადებიუტო მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა.

"ატალანტამ" ტურნირზე 2015 წლის შემდეგ იტალიური გუნდებიდან ყველაზე დიდი ანგარიშით წააგო.

ზაგრები. "მაკსიმირი". 28 863 მაყურებელი
დინამო (ზ) - ატალანტა 4:0
გოლები: 1:0 ლეოვაცი (11), 2:0 ორსიჩი (31), 3:0 ორსიჩი (42), 4:0 ორსიჩი (68)

"მანჩესტერ სიტიმ" გასვლაზე უპრობლემოდ სძლია "შახტარს" 3:0, რომლის განაცხადში ტრავმის გამო დავით ხოჭოლავა არ იყო.

"სიტიმ" 5 შეხვედრაში "მეშახტეებს" 15 გოლი გაუტანა.

მარეზმა ტურნირზე ბოლო 7 მატჩში 2 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ხარკოვი. "მეტალისტი". 36 367 მაყურებელი
შახტარი - მანჩესტერ სიტი 0:3
გოლები: 0:1 მარეზი (24), 0:2 გიუნდოგანი (38), 0:3 გაბრიელ ჟეზუსი (76)


D ჯგუფი
"ატლეტიკო" საკუთარ მოედანზე 0:2-ს აგებდა "იუვენტუსთან" და მაინც მიაღწია ფრეს. რონალდოს ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ ბურთი კარს ოდნავ ააცილა.

ტურნირზე პირველად "იუვეს" სასტარტოში მხოლოდ 1 იტალიელი იყო.

მადრიდი. "ვანდა მეტროპოლიტანო"
ატლეტიკო - იუვენტუსი 2:2
გოლები: 0:1 კუადრადო (48), 0:2 მატიუიდი (65), 1:2 სავიჩი (69), 2:2 ერერა (90)


"ლოკომოტივმა" გერმანიაში 2:1 დაამარცხა "ლევერკუზენი", რაც ამ გუნდისთვის უდავოდ დიდი მიღწევაა.

"რკინიგზელებმა" პირველად დაიწყო ტურნირი მოგებით, სტუმრად უკანასკნელად გამარჯვება კი 17 წლის წინ ჰქონდა მოპოვებული.

"ლოკოს" განაცხადში არ იყო ტრავმირებული საბა კვირკველია.

ლევერკუზენი. "ბაიარენა". 26 592 მყურებელი
ლევერკუზენი - ლოკომოტივი 1:2
გოლები: 0:1 კრიხოვიაკი (16), 1:1 ჰიოვედესი (25, საკ. კარში), 1:2 ბარინოვი (37)

მკითხველის კომენტარები / 5 /
შეცდომაა: "რეალს" ჩემპიონთა ლიგაზე 2003/04 წლების სეზონის შემდეგ კარში პირველად არ დაურტყამს ბურთი.

სწორია: ჩემპიონთა ლიგაზე 2003/04 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა, რომ "რეალს" კარში არ დაურტყამს ბურთი.
ძია
13:23 19-09-2019
2
100% პენალტი არ დაუდეს პსჟ_ს დაწყებისას.
....
12:45 19-09-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული