ზინედინ ზიდანი: პარიზელებმა ყველაფერში დაგვჯაბნეს - ეს მაღიზიანებს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში პსჟ-სთან დამარცხება (0:3) "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა შემდეგნაირად ახსნა.

"ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ, ეს კი პსჟ-სთან ამოცანის შესრულებაში ყოველთვის გიშლის ხელს. პარიზელებს კარგი გუნდი ჰყავთ, მომენტები შექმნეს, მაგრამ მე ეს არ მაღელვებს. მაღელვებს ჩემი გუნდის ცუდი თამაში, რომელიც არ იყო იმ დონისა, რასაც ტურნირი და ასეთი მეტოქე მოითხოვს.

პარიზელებმა ყველაფერში დაგვჯაბნეს. ყველაფერზე უფრო ეს მაღიზიანებს. ვიცოდით, ჩვენზე ზეწოლას განახორციელებდნენ, მაგრამ ამისათვის საერთოდ არ ვიყავით მზად.

როგორც წესი, ბევრ მომენტს ვქმნით. დღეს ორი გოლი გაგვიუქმეს, თუმცა
ამის გათვალისწინებითაც მცირე შანსი გვქონდა. მოგება ყველას დამსახურებაა, წაგებაშიც ყველაა დამნაშავე. ინტენსიურობა გვაკლდა", - განუცხადა ზიდანმა უეფას საიტს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ზიზუ, აღარა გყავს რონალდო და შენი ტრიუმფებიც დასრულდა. აზარმა კი ჩაიცვა რონალდოს მაისური მაგრამ არ უშველა ნომერმა.
მიხო
19 სექტემბერი 2019 14:17
4
ეჰ ზიზუ, ზიზუ ძალიან ძნელია ასეთ მარცხთან შეგუება.
?
19 სექტემბერი 2019 11:37
1
ზიზუ რას ამბობ, გუშინ ბევრი მომენტი შექმენით? :(
sormona
19 სექტემბერი 2019 10:35
4
აი კურტუა რომ იყიდეთ და არა დეხეა, მერე კი ნავასი გაუშვით, კიდევ მეტის ღირსები ხართ.
აჩი
19 სექტემბერი 2019 10:01
1
აჩი გეთანხმები კურტუას ნავასი მირჩევია არ უნდა გაეშვათ მაგრამ ჯერ ადრეა რეალის კრიტიკა
ზიზუ
20 სექტემბერი 2019 17:47
0

სიახლეები პოპულარული