პსჟ-ის მწვრთნელმა თომას ტუხელმა ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" დამაჯერებლად მოგებული მატჩი (3:0) გაარჩია.
"პირველ რიგში, ამას გეტყვით, ახლა არავინ მკითხოთ, მოვიგებთ თუ არა ჩემპიონთა ლიგას, თორემ ავდგები და წავალ. უბრალოდ, ავდგები და წავალ.
ეს მართლაც გუნდური თამაში იყო, ბურთითაც და უბურთოდაც. ვუმატებთ. დღეს ეს დავამტკიცეთ. თუმცა ყოველ სამ დღეში ამის გაკეთება ადვილი არ არის.
ნეიმარის, მბაპეს და კავანის გარეშე ვთამაშობთ. ხალხი ამბობს, ფავორიტები არ ხართო და ამას შეუძლია პასუხისმგებლობის ტვირთი მოგვხსნას, მაგრამ რა თქმა უნდა, მათ გარეშე გაგვიჭირდება.
გუიეს ხელში ჩასაგდებად
დიდხანს ვიბრძოლე. ის უბრალოდ მანქანაა, არასოდეს არ ჩერდება და მოწინააღმდეგეს ბურთს ხშირად ართმევს. ეს "რეალის" დარ გუნდებთან ძალიან მნიშვნელოვანია. მან, მარკინიოსმა და ვერატიმ ნახევარდაცვაში თამაში დაალაგეს.
გუიეს ხელში ჩასაგდებად
დი მარია მთელი წელი ამტკიცებდა, რომ სწორედ ასე შეუძლია ასპარეზობა. ჯადოსნური ცაცია აქვს, მისი სტატისტიკა განსაკუთრებულია. გოლები გააქვს და საგოლე გადაცემებს აკეთებს. ყოველთვის საკვანძო როლის შემსრულებელია, დაცვაშიც სასარგებლოა. კარვახალი ჩაკეტა და მარცხნივ ბერნატთანაც კარგად მოქმედებდა", - ციტირებს ტუხელს უეფას საიტი.