დიეგო გოდინი: "ბარსელონა" მესისთან ერთად და მის გარეშე, ეს ორი სხვადასხვა გუნდია

AutoSharing Option
"ინტერის" ვეტერანმა ურუგვაელმა მცველმა დიეგო გოდინმა "მარკასთვის" მიცემულ ინტერვიუში "ბარსელონაზე" ისაუბრა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე 2 ოქტომბერს შეხვდებიან.

- მომავალ კვირაში ანტუან გრიზმანს ჩემპიონთა ლიგაზე დაუპირისპირდებით.
- ეს მსოფლიოს ჩემპიონატზე უკვე მოხდა. ამას ყურადღებას არ მივაქცევ. როდესაც ყველაფერი დასრულდება, გადავეხვევი.

- რას ელით ამ მატჩისგან?
- "კამპ ნოუზე" ხშირად მითამაშია. ისინი სახიფათონი არიან და მგონია, მესი ითამაშებს. "ბარსელონა" მაქსიმალურად კარგად იასპარეზებს.

- როგორ ფიქრობთ, გრიზმანს ტრანსფერი არ წაადგა?
- გოლებს თუ გავითვალისწინებთ, ჯერ ვერ ვარგობს, მაგრამ "ბარსელონა" მესისთან ერთად და მის გარეშე, ეს ორი
სხვადასხვა გუნდია. როგორც ლეო მწყობრში ჩადგება, უკეთ ათამაშდებიან. ლეო მოედანზე სულ სხვა რამეებს აკეთებს, ეს ცხადია. წელიწადში 50 გოლი გააქვს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული