ზაგრების "დინამოს" მწვრთნელი: "მანჩესტერ სიტის" დამარცხებას შევეცდებით

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტისთან" ჩემპიონთა ლიგაზე შეხვედრის წინ ზაგრების "დინამოს" მწვრთნელმა ნენად ბიელიცამ ისაუბრა.

"ჩემი ბიჭები ოპტიმალურ კონდიციებში არიან, ტრავმირებულები არა გვყავს, ავადაც არავინ არაა.

სტრატეგია და ტაქტიკა მნიშვნელოვანია, მაგრამ უმთავრესი მტკიცე ხასიათია. მეტოქის თამაში გავაანალიზეთ და სიურპრიზის შემოთავაზებას შევეცდებით.

ვეცდებით, კარგად ვითამაშოთ და გავიმარჯვოთ. მთავარია, თამაშისგან სიამოვნება მივიღოთ. თუმცა 3 ქულის აღება გვინდა.

"ატალანტასთან" თავი კარგად წარმოვაჩინეთ და ყოველ მატჩში გამარჯვება გვინდა", - განუცხადა ბიელიცამ უეფას საიტს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული