ჩემპიონთა ლიგა. II ტური: "ბაიერნმა" "ტოტენჰემს" არნახული სირცხვილი აჭამა - რონალდომ რეკორდი დაამყარა [VIDEO]

AutoSharing Option
1-ელ ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის დარჩენილი 6 მატჩი გაიმართა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია "ბაიერნის" მიერ "ტოტენჰემის" გაბითურება და "იუვენტუსის" "ბაიერთან" ადვილი გამარჯვება.

A ჯგუფი
პარიზული გუნდი "გალათასარაისთან" სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, გამარჯვება კი იკარდიმ მოუპოვა, რომელმაც პსჟ-ში პირველი გოლი გაიტანა. "პარი სენ ჟერმენი" 6 ქულით ლიდერია, ხოლო "რეალი" - 1 ქულით აუტსაიდერი.

სტამბული."ტელეკომი". 46 532 მაყურებელი
გალათასარაი - პსჟ 0:1
გოლი: იკარდი (52)

მადრიდი."სანტიაგო ბერნაბეუ". 65 112 მაყურებელი
რეალი - ბრიუგე 2:2
გოლები: 0:1 დენისი (9), 0:2 დენისი (39), 1:2 სერხიო რამოსი
(56), 2:2 კაზემირო (85)
გაძევება: ვორმერი (84)


B ჯგუფი
"ბაიერნმა" ლონდონში "ტოტენჰემი" გაანადგურა. პოკერი გნაბრიმ შეასრულა, დუბლი კი ლევანდოვსკიმ - მან ყველა ტურნირზე უკანასკნელ 9 შეხვედრაში 14-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

"ბაიერნი" 6 ქულით პირველ პოზიციაზეა, "ტოტენჰემი" კი - 1 ქულით ბოლოზე.

ასეთი გამანადგურებელი ანგარიშით ევროტურნირებზე არც ერთი ინგლისური გუნდი არ დამარცხებულა.

ლონდონი. "ტოტენჰემ ჰოთსპური". 60 127 მაყურებელი
ტოტენჰემი - ბაიერნი 2:7
გოლები: 1:0 სონი (12), 1:1 კიმიჰი (15), 1:2 ლევანდოვსკი (45), 1:3 გნაბრი (53), 1:4 გნაბრი (55), 2:4 კეინი (61, პენ), 2:5 გნაბრი (83), 2:6 ლევანდოვსკი (87), 2:7 გნაბრი (88)



"ცრვენა ზვეზდამ" სახლში თამაში შემოუტრიალა "ოლიმპიაკოსს" და გამარჯვება მოიპოვა.

ბელგრადი. "რაიკო მიტიჩი". 43 291 მაყურებელი
ცრვენა ზვეზდა - ოლიმპიაკოსი 3:1
გოლები: 0:1 სემედო (37), 1:1 ვულიჩი (62), 2:1 მილუნოვიჩი (87), 3:1 ბოაკიე (90)
გაძევება: ბენზია (57, ოლიმპიაკოსი)

C ჯგუფი
ხორვატიული გუნდის მწვრთნელმა ბიელიცამ თქვა, რომ დეტალურად შეისწავლა "ქალაქელთა" თამაში და მოგების იმედი ჰქონდა. თუმცა, მისი იმედი სულ ტყუილი გამოდგა.

გვარდიოლას გუნდმა ყველა ტურნირზე ზედიზედ 5 მატჩი მოიგო საერთო ანგარიშით 19:1. სტერლინგმა უკანასკნელ 10 მატჩში 9 გოლი გაიტანა.

მანჩესტერი. "ეტიჰადი". 49 026 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - დინამო (ზ) 2:0
გოლები: 1:0 სტერლინგი (66), 2:0 ფოდენი (90+5)


მილანი. "სან სირო". 26 022 მაყურებელი
ატალანტა - შახტარი  1:2
გოლები: 1:0 საპატა (28), 1:1 მორაესი (41), 1:2 სოლომონი (90+5)
გამოუყენებელი პენალტი: ილიჩიჩი (15)


D ჯგუფი
"იუვენტუსმა" სახლში უპრობლემოდ სძლია "ლევერკუზენს", რომელსაც კარში ბურთი არ დაურტყამს.

რონალდომ ტურნირზე 102-ე გამარჯვება იზეიმა, კასილიასს გადაასწრო და რეკორდსმენი გახდა. ის 127 გოლით ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირია - მეორეადგილოსანი მესის ანგარიშზე 112 გოლია.

ტურინი. "ალიანც სტადიუმი". 34 525 მაყურებელი
იუვენტუსი - ლევერკუზენი 3:0
გოლები: 1:0 იგუაინი (17), 2:0 ბერნარდესკი (61), 3:0 რონალდო (88)



"ლოკომ" სახლში" მხოლოდ ერთი ტაიმი გაუძლო "ატლეტიკოს", შემდეგ კი გატყდა. მათი კარი ჯერ 19 წლის ფელიშმა დალაშქრა, რომელიც ტურნირზე "როხიბლანკოს" ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორია, მერე კი - პარტიმ.

"რკინიგზელთა" მცველი საბა კვირკველია სათადარიგო იყო.

მოსკოვი. "RZD არენა". 27 052 მაყურებელი
ლოკომოტივი - ატლეტიკო 0:2
გოლები: 0:1 ფელიში (48), 0:2 პარტი (58)

მკითხველის კომენტარები / 1 /
ავტორო (თუ ვისაც გეხებათ) გაასწორეთ...
მანჩესტერ სიტი - დინამო (ზ) 0:2
buba
10:35 02-10-2019
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული