ჩემპიონთა ლიგაზე "ლევერკუზენის" დამაჯერებლად ძლევის (3:0) შემდეგ კომენტარი "იუვენტუსის" მწვრთნელმა მაურიციო სარიმ გააკეთა.
"ლევერკუზენს" ბურთის კონტროლირება უყვარს და რთული მატჩი გამოვიდა. ასეთ მეტოქესთან თამაში ძნელია და პირველ ტაიმში დიდი ენერგია დავხარჯეთ.
შესვენების შემდეგ მოწინააღმდეგე შედარებით ნელა მოქმედებდა და ინიციატივას დავეუფლეთ.
კუადრადო მარჯვენა მცველის პოზიციაზე პროგრესირებს და ამით მოგებული დავრჩით. დე ლიხტი გეომეტრიული პროგრესიით უმატებს.
მცველები კარგად თამაშობდნენ, თუმცა უკეთესის სურვილი გვაქვს. "ლევერკუზენი" ბურთს კი ფლობდა, მაგრამ ჩვენს კართან ვერაფერი ვერ შექმნა", - განუცხადა სარიმ Football Italia-ს.