"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ მილანის "ინტერთან" მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.
"ეს სიმართლეა, "ინტერში" ბევრი რამ შეიცვალა, დაწყებული ფეხბურთელებით, დამთავრებული მწვრთნელით. გუნდმა ახალი სქემის გამოყენება დაიწყო.
მათ შესანიშნავად დაიწყეს სეზონი და ჩემპიონატის ყველა მატჩი მოიგეს.
ამ გუნდის შედარება წინანდელთან უაზრობაა. ეს ახალი "ინტერია", რომლის თამაშში კონტეს ხელი იგრძნობა. ეს გუნდი "ჩელსის" ჰგავს, რომელსაც ორი სეზონის წინ ვეთამაშეთ. ეს ძლიერი გუნდია, რომელსაც რთულია, გაუტანო", - თქვა ვალვერდემ.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით