2 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე სათამაშო დღის პირველი ორი მატჩი ჩატარდა.
ბელგიაში "გენკი" და "ნაპოლი" უგოლოდ დაზავდნენ, ხოლო ჩეხეთში "დორტმუნდმა" 2:0 მოუგო "სლავიას". დუბლი 20 წლის მაროკოელმა მცველმა ჰაკიმიმ შეასრულა, ორივე საგოლე გადაცემა კი ბრანდტმა გააკეთა.
ჰაკიმიმ პირველად გაიტანა ჩემპიონთა ლიგაში და პირველად შეასრულა კარიერაში დუბლი.
E ჯგუფი
გენკი. "ლუმინუს არენა". 19 962 მაყურებელი
გენკი - ნაპოლი 0:0
F ჯგუფი
პრაღა. "სინობო. 19 370 მაყურებელი
სლავია - დორტმუნდი 0:2
გოლები: 0:1 ჰაკიმი (35), ჰაკიმი (89)