ანტონიო კონტე: გაცილებით უკეთეს შედეგს ვიმსახურებდით

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონასთან" 1:2 წაგებით "ინტერის" მწვრთნელი ანტონიო კონტე აშკარად უკმაყოფილო იყო.

"ასე მგონია, გაცილებით უკეთეს შედეგს ვიმსახურებდით.

ხანგრძლივი დროის განმავლობაში ისეთ დიად გუნდს შევუქმენით პრობლემები, როგორიც "ბარსელონაა". შესაძლოა, მეორე ტაიმში ჩვენს ზოგიერთ ფეხბურთელს ძალა არ ეყო, რადგან ზედიზედ რამდენიმე შეხვედრა ჩავატარეთ.

დამარცხების შემდეგ პოზიტივის მოძებნას ვცდილობ. წაგება მტკივნეულია.

ვფიქრობ, მეტოქეზე უფრო სწორხაზოვნად ვითამაშეთ და ეს ბურთის ფლობაში გამოიხატა. გვინდოდა, მოწინააღმდეგე ტემპით დაგვეჯაბნა. მიუხედავად ამისა, შესანიშნავი გუნდი წაგების შემდეგ სახლში ბედნიერი არასოდეს ბრუნდება. არადა, კარგად ვითამაშეთ", - განუცხადა კონტემ უეფას
საიტს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კონტე არც გაა...კო.
koba
11:31 03-10-2019
2

სიახლეები პოპულარული