ერნესტო ვალვერდე: ვიცი, კონტე იტყვის, შედეგი სამართლიანი არააო

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "ინტერთან" მოგებული მატჩი (2:1) "ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ შეაჯამა.

"მე ვიტყვი, რომ შედეგი სამართლიანია. ვიცი, კონტე იტყვის, შედეგი სამართლიანი არააო.

"ინტერი" შესანიშნავი გუნდია, რაც პირველ ტაიმში დაამტკიცა. მეორე ტაიმში საბრძოლველად გავედით და გადამწყვეტი გოლები გავიტანეთ.

"ნერაძურიმ" სეზონის ექვსივე მატჩში იმარჯვა და დებიუტში ჩვენც გაგვიტანა. ცვლილებები განვახორციელეთ, ტემპი შევცვალეთ და ამან თამაშზე დიდი გავლენა მოახდინა.

ვიცით, მესი უნიკალურია, განსხვავებას ქმნის. საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში არ არის, მაგრამ უმატებს. საგოლე გადაცემა გააკეთა, ასე რომ, საქმე უკეთ მისდის", - ციტირებს ვალვერდეს Football
Italia.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ერნესტო ფეხებზე არ გვკიდია კონტე რას იტყვის?
გოჩა
09:48 03-10-2019
2

myquiz

სიახლეები პოპულარული