მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი სერჟი გნაბრი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
გნაბრიმ სტუმრად ლონდონის "ტოტენჰემს" 4 გოლი გაუტანა, ხოლო "ბაიერნმა" "დეზები" 7:2 დაამარცხა.
საუკეთესოს წოდებისთვის ასევე იბრძოდნენ "ბარსელონას" ფორვარდი ლუის სუარესი, "ბრიუგეს" თავდამსხმელი დენის ბონავენტურა და "დორტმუნდის" მცველი აშრაფ ჰაკიმი.