22 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის პირველი 2 მატჩი გაიმართა.
C ჯგუფი
"შახტარმა" მეორე ადგილისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტი ზაგრების "დინამო" საკუთარ მოედანზე ვერ დაამარცხა - 2:2.
დონბასური გუნდის მცველი დავით ხოჭოლავა სათადარიგო იყო.
ხარკოვი."მეტალისტი". 21 526 მაყურებელი
შახტარი - დინამო (ზ) 2:2
გოლები: 1:0 კონოპლიანკა (16), 1:1 დანიელ ოლმო (25), 1:2 ორსიჩი (60, პენ), 2:2 დოდო (75)
D ჯგუფი
"ატლეტიკომ" სახლში დაძაბულ შეხვედრაში ძლივს მოუგო უქულოდ მყოფ "ლევერკუზენს" - 1:0 და 7 ქულით ჯერჯერობით ჯგუფის ლიდერია.
მორატა პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ტურნირზე გოლები "რეალისა"
და "ატლეტიკოს" შემადგენლობაში გაიტანა.
მადრიდი. "ვანდა მეტროპოლიტანო". 56 776 მაყურებელი
ატლეტიკო - ლევერკუზენი 1:0
გოლი: მორატა (78)