ჩემპიონთა ლიგა. III ტური: კროოსმა ზიდანი გადაარჩინა, დიბალამ - "იუვენტუსი", პსჟ შეუჩერებელია [VIDEO]

AutoSharing Option
22 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის პირველი სათამაშო დღის დარჩენილი მატჩები ჩატარდა.

A ჯგუფი
პსჟ-მა გასვლაზე "ბრიუგე" 5:0 გაანადგურა და 9 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.

იკარდიმ პსჟ-ში ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიტანა.

მბაპემ ჰეთ-თრიქი შეასრულა და ტურნირზე 16 გოლის გამტანი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია (20 წლის და 306 დღის). აქამდე რეკორდი მესის ეკუთვნოდა.


ბრიუგე. "იან ბრეიდელი". 26 946 მაყურებელი
ბრიუგე - პსჟ 0:5
გოლები: 0:1 იკარდი (7), 0:2 მბაპე (61), 0:3 იკარდი (63), 0:4
მბაპე (79), 0:5 მბაპე (83)


"რეალმა" კროოსის გოლით სტუმრად 1:0 სძლია "გალათასარაის" და მწვრთნელი ზიდანი მოხსნას გადაურჩა. "ბლანკოსი" 4 ქულით მეორე ადგილზეა.

სერხიო რამოსმა ტურნირზე 121-ე მატჩი ჩაატარა და მცველებს შორის რობერტო კარლოსის რეკორდი დაამხო.

აზარმა "რეალში" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი საგოლე გადაცემა გააკეთა.

კროოსმა ჩემპიონთა ლიგაზე მე-100 მატჩი ჩაატარა.

სტამბული. "ტელეკომი". 48 886 მაყურებელი
გალათასარაი - რეალი 0:1
გოლი: კროოსი (18)



B ჯგუფი
"ბაიერნმა" საბერძნეთში 3:2 მოუგო "ოლიმპიაკოსს" და 9 ქულით ჯგუფში პირველ ადგილზეა.

დუბლი ლევანდოვსკიმ შეასრულა - მან ამ სეზონში 17 მატჩში 21 გოლი გაიტანა. ამას გარდა, მის ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი 58 გოლია, ვან ნისტელროის გაუსწრო და 5 საუკეთესო ბომბარდირს შორის დამკვიდრდა.

ნოიერმა ტურნირზე 103-ე შეხვედრა ჩაატარა და გერმანელ მეკარეთა შორის კანის რეკორდი გაიმეორა.

პირეოსი."კარაისკასი". 31 630 მაყურებელი
ოლიმპიაკოსი - ბაიერნი 2:3
გოლები: 1:0 ელ-არაბი (23), 1:1 ლევანდოვსკი (34), 1:2 ლევანდოვსკი (62), 1:3 ტოლისო (75), 2:3 გილერმე (79)



"ტოტენჰემმა" შავი დღე აყარა "ცრვენა ზვეზდას" (5:0) და 4 ქულით მეორე პოზიციაზეა.

კეინმა ჯგუფურ ეტაპზე 16 გოლი გაიტანა - მასზე მეტი ინგლისელთაგან მხოლოდ სქოულზს აქვს გატანილი (19). კეინმა საკლუბო კარიერაში 200 გოლი გაიტანა.

ლონდონი. "ტოტენჰემ ჰოთსპური". 51 743 მაყურებელი
ტოტენჰემი - ცრვენა ზვეზდა 5:0
გოლები: 1:0 კეინი (9), 2:0 სონი (16), 3:0 სონი (44), 4:0 ლამელა (57), 5:0 კეინი (72)


C ჯგუფი
"ატალანტა" "მანჩესტერ სიტისთან" კი დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ 5 უპასუხო გოლი გაუშვა და განადგურდა.

"სიტი" 9 ქულით ლიდერია.

სტერლინგმა ჰეთ-თრიქი შეასრულა. მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 16 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.

მანჩესტერი. "ეტიჰადი". 49 308 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - ატალანტა 5:1
გოლები: 0:1 მალინოვსკი (28, პენ), 1:1 აგუერო (34), 2:1 აგუერო (38, პენ), 3:1 სტერლინგი (58), 4:1 სტერლინგი (64), 5:1 სტერლინგი (69)
გაძევება: ფოდენი (82)


D ჯგუფი
"იუვენტუსი" დიბალამ გადაარჩინა, რომელმაც 2 წუთში დუბლი მიითვალა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

"ლოკომოტივის" მცველი კვირკველია სათადარიგო იყო.

ტურინი. "ალიანც სტადიუმი". 38 547 მაყურებელი
იუვენტუსი - ლოკომოტივი 2:1
გოლები: 0:1 ალეკსეი მირანჩუკი (30), 1:1 დიბალა (77), 2:1 დიბალა (79)


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული