ჩემპიონთა ლიგა. III ტური: მესიმ მიჯრით მე-15 სეზონში გაიტანა, "ლივერპულმა" "გენკი" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
23 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის მეორე სათამაშო დღის მატჩები გაიმართა.

E ჯგუფი

"ლივერპულმა" გასვლაზე 4:1 მოუგო "გენკს" და 6 ქულით მეორე ადგილზეა.

მანემ 13 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 9 გოლით მიმდინარე სეზონში გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.

ოქსლეიდ-ჩემბერლენმა უკანასკნელ წელიწად-ნახევარში პირველად გაიტანა და ბოლო 3 წელიწადში პირველად შეასრულა დუბლი.

გენკი. "ლუმინუს არენა"
გენკი - ლივერპული 1:4
გოლები: 0:1 ოქსლეიდ-ჩემბერლინი (2), 0:2 ოქსლეიდ-ჩემბერლინი (57), 0:3 მანე (77), 0:4 სალაჰი (87), 1:4 ოდეი (88)


"ნაპოლიმ" სტუმრად 3:2 სძლია "ზალცბურგს" და 7
ქულით ჯგუფის ლიდერია.

მერტენსმა დუბლი შეასრულა "ნაპოლიში" და გუნდში მარადონას გატანილი გოლებით გადაასწრო - მის ანგარიშზე 116 გოლია. მეტი მხოლოდ ჰამშიკმა გაიტანა - 121.

19 წლის ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ჰოლანმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე 6 გოლი გაიტანა და ბომბარდირი გახდა. ამ სეზონში მის ანგარიშზე კლუბში 13 მატჩში 20 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

ზალცბურგი. "რედ ბული"
ზალცბურგი - ნაპოლი 2:3
გოლები: 0:1 მერტენსი (17), 1:1 ჰოლანი (40), 1:2 მერტენსი (64), 2:2 ჰოლანი (72), 2:3 ინსინიე (73)


F ჯგუფი
"ინტერმა" 2:0 სძლია "დორტმუნდს" და მასთან ერთად მეორე-მესამე ადგილს იყოფს.

მილანი. "სან სირო"
ინტერი - დორტმუნდი 2:0
გოლები: 1:0 მარტინესი (22), 2:0 კანდრევა (89)


"ბარსელონამ" ჩეხეთში 2:1 მოუგო "სლავიას" და ჯგუფს 7 ქულით ლიდერობს.

მესი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ტურნირზე ზედიზედ 15 სეზონში გაიტანა გოლი.

პრაღა. "სინობო"
სლავია - ბარსელონა 1:2
გოლები: 0:1 მესი (3), 1:1 ბორი (50), 1:2 ოლიანკა (57, საკ. კარში)


G ჯგუფი
"ლაიპციგმა" 2:1 დაამარცხა "ზენიტი" და ჯგუფში 6 ქულით გალიდერდა.

ლაიპციგი. "რედ ბული"
ლაიპციგი - ზენიტი 2:1
გოლები: 0:1 რაკიცკი (25), 1:1 ლამიერი (49), 2:1 ზაბიტცერი (59)


"ბენფიკამ" საკუთარ მოედანზე 2:1 კი მოუგო "ლიონს", მაგრამ 3 ქულით ჯერ კიდევ აუტსაიდერია.

დეპაიმ ტურნირზე ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა, მაგრამ თავისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.

ლისაბონი. "და ლუში"
ბენფიკა - ლიონი 2:1
გოლები: 1:0 რაფა სილვა (4), 1:1 დეპაი (70), 2:1 პიცი (85)


H ჯგუფი
"ჩელსიმ" გაიმარჯვა და "აიაქსის" 18-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. ორივე გუნდს 6-6 ქულა აქვს.

ამსტერდამი. "იოჰან კრუიფი"
აიაქსი - ჩელსი 0:1
გოლი: ბატშუაი (86)


"ვალენსიამ" სტუმრად ფრედ, 1:1 ითამაშა "ლილთან" და 4 ქულით მესამე პოზიციაზეა.

ლილი. "პიერ მორუა"
ლილი - ვალენსია 1:1
გოლები: 0:1 ჩერიშევი (63), 1:1 იკონე (90+5)
გაძევება: დიაკაბი (84, ვალენსია)

მკითხველის კომენტარები / 4 /
მაინც მოუნახეთ მესის რეკორდი :) თუ გატანილ რაოდენობაში რონალდო ჯობს, ამას ყველა სეზონში გააქვს. ყოჩაღ მესი, რა შეუძლია ამ პატარა კაცს.. :)
3
ერთი გამაგებინეთ ვინმემ მეორე ბურთი ბარსას მხრიდან, ლუი სუარესმა არ გაიტანა? განმეორებით ასე სჩანს.
ვატო
11:05 24-10-2019
2

სიახლეები პოპულარული