რონალდო: "ლოკომოტივმა" ჩვენთან ფეხბურთის თამაშზე უარი თქვა და ავტობუსი ჩააყენა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"იუვენტუსმა" ჩემპიონთა ლიგაზე, საკუთარ მოედანზე მოსკოვის "ლოკომოტივი" პაულო დიბალას დუბლით ძლივს დაამარცხა (2:1). ამ მატჩზე კომენტარი "იუვეს" თავდამსხმელმა რონალდომ გააკეთა.

"ლოკომოტივმა" ჩვენთან ფეხბურთის თამაშზე უარი თქვა და უბრალოდ, კარის წინ ავტობუსი ჩააყენა. ძნელი იყო გატანა. მე ვერ გავიტანე და იმედგაცრუებული დავრჩი. თუმცა, ეს ნორმალურია. მთავარია, მოვიგეთ.

გასახდელში დავმშვიდდი. შემდეგ მეგობრებთან ერთად ვისადილე, სახლში დილის 4 საათზე დავბრუნდი და დავიძინე. 10 საათამდე ვიძინე, 11 საათზე კი სატრენაჟორო დარბაზში წავედი.

დისციპლინის გარეშე მწვერვალზე 15 წელი ვერ გაჩერდები", - განუცხადა რონალდომ "ფრანს ფუტბოლს".

სხვათა შორის, იმ შეხვედრის დასრულებისთანავე "ლოკოს" მწვრთნელი იური სიომინი მოედანზე გაესაუბრა რონალდოს. პორტუგალიელმა უსაყვედურა, რომ მათი დაცვითი თამაში არ მოეწონა, ხოლო სიომინმა უპასუხა - თამაში რომ გაგვეხსნა, კიდევ უფრო გაგვიჭირდებოდაო.

მკითხველის კომენტარები / 2 /
რონალდოს ნაირი ფეხბურთელი არც ყოფილა და არც იქნება მისი შესაძლებლობები ტიტულები და გოლები ისტორიაში შევიდა უკვე ნახეთ რეალი რონალდოსთან ერთად და რეალი მის გარეშე დღეს რა დღეშია ძალიან სამწუხაროა რომ 2-3 წელიწადში დიდი ალბათობით დასრულებს კარიერას და მას ვეღარ ვიხილავთ მოდენაზე.
Giorgi
01:10 30-10-2019
5
“ დისწიპლინის გარეშე მწვერვალზე 15 წელი ვერ გაჩერდები"

- უნიჭო თუ ხარ კი.
მესიN1
20:36 29-10-2019
26

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული