ჩემპიონთა ლიგა. IV ტური: "დორტმუნდის" საოცარი ქამბექი - "აიაქსი" მსაჯმა გაწირა [VIDEO]

AutoSharing Option
5 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის პირველი სათამაშო დღის დარჩენილი მატჩები ჩატარდა და თანაც, რა მატჩები!

E ჯგუფი
"ლივერპულმა" სახლში "გენკთან" თამაშის შემოტრიალება მოახერხა, 2:1 გაიმარჯვა და 9 ქულით ლიდერია.

ლივერპული. "ენფილდი". 52 611 მაყურებელი
ლივერპული - გენკი 2:1
გოლები: 1:0 ვეინალდუმი (14), 1:1 სამატა (40), 2:1 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (53)


"ნაპოლი" უხეიროდ ასპარეზობას აგრძელებს, ვერც ბაზაზე გამოკეტვამ უშველა და სახლში "ზალცბურგთან" ფრეს, 1:1 დასჯერდა. თუმცა, 8 ქულით მეორე ადგილზეა და მესამედგილოსან "ზალცბურგს" 4 ქულით უსწრებს.

"ზალცბურგის" 19 წლის თავდამსხმელმა
ჰოლანმა ტურნირზე მეშვიდე გოლი გაიტანა და ბომბარდირია.

ნეაპოლი. "სან პაოლო". 32 862 მაყურებელი
ნაპოლი - ზალცბურგი 1:1
გოლები: 0:1 ჰოლანი (11, პენ), 1:1 ლოზანო (43)

F ჯგუფი
იმას, რაც "დორტმუნდმა" მოახერხა, მხოლოდ სასწაული შეიძლება უწოდო - ხუმრობა საქმე ხომ არაა, დაცვით ქებულ კონტეს გუნდს თამაში 0:2-დან შემოუტრიალო! - გერმანულმა გუნდმა "ინტერს" 3:2 მოუგო და 7 ქულით მეორე ადგილზეა. ლიდერი 8 ქულით "ბარსელონაა", ხოლო "ინტერი" 4 ქულით მესამე პოზიციაზეა.

მარტინესი უკანასკნელ 9 წელიწადში "ინტერის" პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მიჯრით 3 მატჩში გაიტანა გოლი.

დორტმუნდი. "სიგნალ იდუნა პარკი". 66 099 მაყურებელი
დორტმუნდი - ინტერი 3:2
გოლები: 0:1 მარტინესი (5), 0:2 ვესინო (40), 1:2 ჰაკიმი (51), 2:2 ბრანდტი (64), 3:2 ჰაკიმი (77)


G ჯგუფი
"ლიონმა" "ბენფიკა" 3:1 დაჯაბნა, 7 ქულით მეორე ადგილზეა და მესამე პოზიციაზე მყოფ "ზენიტს" 3 ქულით უსწრებს. ლიდერი კი 9 ქულით შესანიშნავ ფორმაში მყოფი "ლაიპციგია".

ლიონი. "გრუპამა სტედიუმი". 51 077 მაყურებელი
ლიონი - ბენფიკა 3:1
გოლები: 1:0 ანდერსენი (4), 2:0 დეპაი (33), 2:1 სეფეროვიჩი (76), 3:1 ტრაორე (89)


H ჯგუფი
საოცარი მატჩი გაიმართა "სტემფორდ ბრიჯზე", სადაც "აიაქსი" 4:1-ს იგებდა. შემდეგ ასპილიკუეტამ ანგარიში 2:4 გახადა. 68-ე წუთზე იტალიელმა მსაჯმა ჯანლუკა როკიმ ბლინდი გააძევა. 69-ეზე ველტმანი და ამსტერდამელები მოედანზე ორკაცნაკლულები დარჩნენ. ამით "ჩელსიმ" ისარგებლა და ფრეს მიაღწია.

მცველმა რის ჯეიმსმა ანგარიში გაათანაბრა და ის ტურნირზე "ჩელსის" ისტორიაში გოლის ყველაზე ახალგაზრდა ავტორია - 19 წლის და 332 დღის.

"ჩელსი" 2005 წლის შემდეგ პირველი ინგლისური გუნდია, რომელიც 3 ბურთით აგებდა და მატჩის გადარჩენა მოახერხა.

"ჩელსიმ" ჩემპიონთა ლიგაზე პირველ ტაიმში 3 გოლი პირველად გაუშვა.

"აიაქსმა" პირველ ტაიმში მეტოქის კარში ერთხელ დაარტყა და 3 გოლი გაიტანა - 2 ავტოგოლი იყო.


ლონდონი. "სტემფორდ ბრიჯი". 39 132 მაყურებელი
ჩელსი - აიაქსი  4:4
გოლები: 0:1 აბრაჰამი (2 საკ. კარში), 1:1 ჟორჟინიო (4, პენ), 1:2 პრომესი (20), 1:3 კეპა (35 საკ. კარში), 1:4 ვან დე ბეკი (55), 2:4 ასპილიკუეტა (63), 3:4 ჟორჟინიო (71, პენ), 4:4 ჯეიმსი (74)
გაძევება: ბლინდი (68), ველტმანი (69)


"ლილი" ძალიან გაუძალიანდა გასვლაზე "ვალენსიას", თუმცა ბოლოს მასპინძლებმა დაჯაბნეს და 3:1 გაიმარჯვეს.

ვალენსია. "მესტალია". 38 252 მაყურებელი
ვალენსია - ლილი 4:1
გოლები: 0:1 ოსტიჰემი (25), 1:1 პარეხო (66, პენ), 2:1 სოუმაორო (82, საკ. კარში 82), 3:1 კონდოგბია (84), 4:1 ტორესი (90)

ამ ჯგუფში 7-7 ქულა "აიაქსს", "ჩელსის" და "ვალენსიას" აქვთ და მეტად დაძაბული ფინიშია მოსალოდნელი.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ეს რა მსაჯობაა.ბათუმის პრეზიდენტს აჩვენეთ ეს თამაში და ნახავს რას ნიშნავს გუნდის გაწირვა.პირველი პენალტი გამოიგონა,ჩელსის მეორე გოლი თამშგარე იყო.ერთ ეპიზოდში ორი ცენტრ მცველის გაძევება ხო რავიცი რა დავარქვა.ეს საერთოდ ფეხბურთს როგორ უნდა გააკარო.მე12 მოთამაშე ამას ქვია.12 9-ზე მაინც ვერ მოუგეს.არ სცხვენია უეფას ამ თამაშის მერე?აიაქსს ძალიან ხშირად ჩაგრავენ მსაჯები,მარა ეს რაღაც განსაკუთრებული იყო.
gocha
08:16 06-11-2019
3
რა აზრი აქვს VAR არსებობას,თუ მაინც როგორც უნდა ისე იყენებენ,ტორინო - იუვეს თამაშში საჯარიმოში ხელით ითამაშა აშკარად დე ლიხტმა და თითქოს არაფერიო ისე გააგრძელეს თამაში და 94 წუთზე ერთი ტურით ადრე ძალიან საეჭვო სიტუაციაში იუვეს მოაგებინეს ჯენოასთან.პირველ თამაშში პრომესს 100% გოლი გაუუქმეს და გუშინ ხომ საერთოდ დამარხეს აიაქსი მსაჯებმა.იქ სადაც როკი მსაჯობს ყოველთვის რაღაც საეჭვო ხდება, გაიხსენეთ რეალი - პსჟ,რამოსის არდანახული ხელით თამაში,რაბიოს ტყუილად გაძევება და დანიშნული ჯარიმა,კროოსზე არმიცემული 2 მეტრიანი თამაშგარე.მოკლედ VAR-ით და VAR-ის გარეშე მაფია უკვდავია
4

სიახლეები პოპულარული