ჩემპიონთა ლიგა. IV ტური: "დორტმუნდის" საოცარი ქამბექი - "აიაქსი" მსაჯმა გაწირა [VIDEO]

AutoSharing Option
5 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის პირველი სათამაშო დღის დარჩენილი მატჩები ჩატარდა და თანაც, რა მატჩები!

E ჯგუფი
"ლივერპულმა" სახლში "გენკთან" თამაშის შემოტრიალება მოახერხა, 2:1 გაიმარჯვა და 9 ქულით ლიდერია.

ლივერპული. "ენფილდი". 52 611 მაყურებელი
ლივერპული - გენკი 2:1
გოლები: 1:0 ვეინალდუმი (14), 1:1 სამატა (40), 2:1 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (53)


"ნაპოლი" უხეიროდ ასპარეზობას აგრძელებს, ვერც ბაზაზე გამოკეტვამ უშველა და სახლში "ზალცბურგთან" ფრეს, 1:1 დასჯერდა. თუმცა, 8 ქულით მეორე ადგილზეა და მესამედგილოსან "ზალცბურგს" 4 ქულით უსწრებს.

"ზალცბურგის" 19 წლის თავდამსხმელმა
ჰოლანმა ტურნირზე მეშვიდე გოლი გაიტანა და ბომბარდირია.

ნეაპოლი. "სან პაოლო". 32 862 მაყურებელი
ნაპოლი - ზალცბურგი 1:1
გოლები: 0:1 ჰოლანი (11, პენ), 1:1 ლოზანო (43)

F ჯგუფი
იმას, რაც "დორტმუნდმა" მოახერხა, მხოლოდ სასწაული შეიძლება უწოდო - ხუმრობა საქმე ხომ არაა, დაცვით ქებულ კონტეს გუნდს თამაში 0:2-დან შემოუტრიალო! - გერმანულმა გუნდმა "ინტერს" 3:2 მოუგო და 7 ქულით მეორე ადგილზეა. ლიდერი 8 ქულით "ბარსელონაა", ხოლო "ინტერი" 4 ქულით მესამე პოზიციაზეა.

მარტინესი უკანასკნელ 9 წელიწადში "ინტერის" პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მიჯრით 3 მატჩში გაიტანა გოლი.

დორტმუნდი. "სიგნალ იდუნა პარკი". 66 099 მაყურებელი
დორტმუნდი - ინტერი 3:2
გოლები: 0:1 მარტინესი (5), 0:2 ვესინო (40), 1:2 ჰაკიმი (51), 2:2 ბრანდტი (64), 3:2 ჰაკიმი (77)


G ჯგუფი
"ლიონმა" "ბენფიკა" 3:1 დაჯაბნა, 7 ქულით მეორე ადგილზეა და მესამე პოზიციაზე მყოფ "ზენიტს" 3 ქულით უსწრებს. ლიდერი კი 9 ქულით შესანიშნავ ფორმაში მყოფი "ლაიპციგია".

ლიონი. "გრუპამა სტედიუმი". 51 077 მაყურებელი
ლიონი - ბენფიკა 3:1
გოლები: 1:0 ანდერსენი (4), 2:0 დეპაი (33), 2:1 სეფეროვიჩი (76), 3:1 ტრაორე (89)


H ჯგუფი
საოცარი მატჩი გაიმართა "სტემფორდ ბრიჯზე", სადაც "აიაქსი" 4:1-ს იგებდა. შემდეგ ასპილიკუეტამ ანგარიში 2:4 გახადა. 68-ე წუთზე იტალიელმა მსაჯმა ჯანლუკა როკიმ ბლინდი გააძევა. 69-ეზე ველტმანი და ამსტერდამელები მოედანზე ორკაცნაკლულები დარჩნენ. ამით "ჩელსიმ" ისარგებლა და ფრეს მიაღწია.

მცველმა რის ჯეიმსმა ანგარიში გაათანაბრა და ის ტურნირზე "ჩელსის" ისტორიაში გოლის ყველაზე ახალგაზრდა ავტორია - 19 წლის და 332 დღის.

"ჩელსი" 2005 წლის შემდეგ პირველი ინგლისური გუნდია, რომელიც 3 ბურთით აგებდა და მატჩის გადარჩენა მოახერხა.

"ჩელსიმ" ჩემპიონთა ლიგაზე პირველ ტაიმში 3 გოლი პირველად გაუშვა.

"აიაქსმა" პირველ ტაიმში მეტოქის კარში ერთხელ დაარტყა და 3 გოლი გაიტანა - 2 ავტოგოლი იყო.


ლონდონი. "სტემფორდ ბრიჯი". 39 132 მაყურებელი
ჩელსი - აიაქსი  4:4
გოლები: 0:1 აბრაჰამი (2 საკ. კარში), 1:1 ჟორჟინიო (4, პენ), 1:2 პრომესი (20), 1:3 კეპა (35 საკ. კარში), 1:4 ვან დე ბეკი (55), 2:4 ასპილიკუეტა (63), 3:4 ჟორჟინიო (71, პენ), 4:4 ჯეიმსი (74)
გაძევება: ბლინდი (68), ველტმანი (69)


"ლილი" ძალიან გაუძალიანდა გასვლაზე "ვალენსიას", თუმცა ბოლოს მასპინძლებმა დაჯაბნეს და 3:1 გაიმარჯვეს.

ვალენსია. "მესტალია". 38 252 მაყურებელი
ვალენსია - ლილი 4:1
გოლები: 0:1 ოსტიჰემი (25), 1:1 პარეხო (66, პენ), 2:1 სოუმაორო (82, საკ. კარში 82), 3:1 კონდოგბია (84), 4:1 ტორესი (90)

ამ ჯგუფში 7-7 ქულა "აიაქსს", "ჩელსის" და "ვალენსიას" აქვთ და მეტად დაძაბული ფინიშია მოსალოდნელი.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ჩელსი ამ თამაშში ორჯერ დამარცხდა: ჯერ 11X11 - ზე და მერე ანგარიშის გათანაბრების შემდეგ 9 კაცს 15 წუთზე მეტ დროში გამარჯვების გოლი რომ ვერ გაუტანა.
1
"რა უქნეს აიაქს"....დასაჯეს სამართლიანად თორემ მე აიაქსის გამარჯვება მაწყობდა მაგრამ სიმართლე. სიმართლეა და პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარი..:)
საბა
13:00 06-11-2019
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული