ერნესტო ვალვერდე: დიდი ზეწოლის ქვეშ ვართ და ამას უნდა გავუძლოთ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაში "სლავიასთან" ნამატჩევს (0:0) კომენტარი "ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ გააკეთა.

"თქვენ ყოველთვის მოგწონთ მოგება. დღეს მთლად კარგად ვერ ვითამაშეთ. მეტოქეს არც ერთი მომენტი არ შეუქმნია, ბურთს იგერიებდა და კონტრშეტევაზე გადმოდიოდა. არ გავამახვილებ ბურთის ფლობაზე ყურადღებას.

"სლავია" დაცვაში ძალიან ღრმად იდგა, ბოლო, ერთ ხაზზე 6 მცველი ჰყავდა. წინა შეხვედრაშიც დაცვიდან თამაშობდნენ, ოღონდ მთლად ასე არა. მარჯვენა ფლანგიდან თამაშს სემედო ამწვავებდა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო.

რამდენიმე დღის წინ "ლევანტესთან" დავმარცხდით. საუკეთესოდ ნამდვილად არ გვიასპარეზია. დღესაც იგივე მოხდა. გუნდი დიდი ზეწოლის
ქვეშაა და ამას უნდა გავუძლოთ. კარგია, რომ ჩვენგან ბევრს ითხოვენ.

ალბას პრობლემა აქვს. ვნახოთ, რას იტყვიან ექიმები. ასეთ შემთხვევებში ფეხბურთელს ყოველთვის ცვლიან", - ციტირებს ვალვერდეს "მარკა".

მკითხველის კომენტარები / 7 /
პირველი ტაიმის ბოლოს ისეთი ჩაფიქრებული და დაკვირვებული სახე ჰქონდა ვალვერდეს, ვიფიქრე "სლავიას" ტაქტიკა უკვე გაშიფრა, შესვენებაზე ჭკვიანურ "რაზბორს" გააკეთებს და მეორე ტაიმში სულ სხვა ბარსა იქნებაო. შენც არ მომიკვდე. უნიჭოა ეს კაცი და ტანჯავს გუნდს (მახსენდება "მილანი" რომ პირველ ტაიმს წააგებდა, მეორე ტაიმში მილანი ტაქტიკას ცვლიდა და თამაშს მაინც იგებდა. ია, მწვრთნელი ანჩელოტი იყო).
დობო
14:24 06-11-2019
0
ბარსა და რეალი ყოველ წელს რომ რამდენიმე ვარსკვლავს ყიდულობენ მერე პრობლემა იქმნება მათ თამაშით დატვირთვაზე.განსაკუთრებით ბარსა.ჯერ სეზონი ახალი დაწყებულია და ვერ გაურკვევიათ ვინ დააყენონ ძირითადში, უკვე მომავალ წელს ვინ იყიდონ იმაზე ფიქრობენ.მწვრთვნელმა რა უნდა ქნას როცა ერთ ადგილზე ორი 100 მილიონიანი ვარსკვლავია.რომელი ერთი უნდა დააყენოს.
არასწორი სატრანსფერო პოლიტიკა
10:39 06-11-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული