"აიაქსის" მცველი: პენალტი არ იყო და რატომ გამაძევა?

AutoSharing Option
"აიაქსი" ჩემპიონთა ლიგაში "ჩელსის" სტუმრად 4:1-ს უგებდა, რის შემდეგაც იტალიელმა მსაჯმა ჯანლუკა როკიმ ამსტერდამელები - დელი ბლინდი და იოელ ველტმანი გააძევა, მათ კარში პენალტი დანიშნა და საბოლოოდ მასპინძლებმა ფრეს მიაღწიეს (4:4).

შეხვედრის დასრულების შემდეგ ველტმანი აღშფოთებას ვერ მალავდა.

"ასეთი რამ კარიერაში პირველად შემემთხვა. ამას ვერ წარმოვიდგენდი. პენალტის დანიშვნის მომენტში, როდესაც ბურთი მომხვდა, ხელი გაშლილი არ მქონდა. მსაჯები ადრე მეუბნებოდნენ, რომ ეს წესების დარღვევა არ იყო.

თუმცა, თერთმეტმეტრიანი რომ დანიშნა, რატომ გამაძევა?", - შესჩივლა ველტმანმა ad.nl-ის.

მკითხველის კომენტარები / 8 /
იტალიელი მსაჯობდა ჩელსის თამაშს.ჩელსი იტალიელების კლუბია,ბევრი იტალიელი მუშაობს ამ კლუბში ყოველთვის.მარა ეს რაც ქნა მსაჯმა მართლა წარმოუდგენელია.ასეთი თამაშის შედეგი უნდა გადაიხედოს და გამოძიება დაიწყოს,მარა ვინ რისი გამომძიებელია...სამი ქულა მოპარეს ფაქტიურად და ჩელსის ფლეი-ოფი გაუნაღდეს ამ თამაშით.ვარი რისთვისაა
gocha
08:25 06-11-2019
5
იმიტომ გაგაძევა ბიძიკო, რომ ყვითელი ბარათია ეგ და შენ უკვე გქონდა ერთი ყვითელი, მოგცა მეორე და გაწითლდა
gizo
09:27 06-11-2019
8

სიახლეები პოპულარული