ჩემპიონთა ლიგა. IV ტური: "ბაიერნი" და "იუვენტუსი" პლეი-ოფში გავიდნენ - კვირკველია "ლოკომოტივის" განაცხადშიც არ იყო [VIDEO]

AutoSharing Option
6 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მეორე სათამაშო დღის პირველი ორი მატჩი გაიმართა.

B ჯგუფი
მწვრთნელის გარეშე დარჩენილმა "ბაიერნმა" სახლში 2:0 სძლია "ოლიმპიაკოსს", მეოთხე შეხვედრაშიც გამარჯვება იზეიმა და შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა.

ლევანდოვსკიმ მიმდინარე ტურნირზე 6 გოლი მიითვალა - მის ანგარიშზე ამ სეზონში 21 მატჩში 24 გოლია.

მიუნხენი. "ალიანც არენა". 63 346 მაყურებელი
ბაიერნი - ოლიმპიაკოსი 2:0
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (69), 2:0 პერიშიჩი (89)


D ჯგუფი
"იუვენტუსმა" კომპენსირებულ დროში დუგლას კოსტას გოლით სტუმრად 2:1 დაამარცხა "ლოკომოტივი" და
პლეი-ოფში გავიდა.

მასპინძელთა გუნდის მცველი საბა კვირკველია განაცხადში არ იყო.

ანგარიში სტუმრებმა კურიოზული გოლით გახსნეს, ძალიან მახვილი კუთხიდან, საჯარიმოდან რონალდოს მიერ დარტყმული ბურთი მეკარე გილერმემ ხელებში ვერ შეიმაგრა და რამზიმ კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. თუმცა "ლოკომ" მალე საპასუხო გოლი გაიტანა.

გამარჯვება "ბებერ ქალბატონს" 90+3-ე წუთზე დუგლას კოსტამ მოუტანა.

"იუვენტუსმა" ჩემპიონთა ლიგაზე მე-300 გოლი გაიტანა - უფრო მეტი მხოლოდ "რეალს", "ბარსელონას", "ბაიერნს" და "მანჩესტერს" აქვთ გატანილი.

ალეკსეი მირანჩუკმა ტურნირზე ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა გოლი და ორივეჯერ "იუვესთან".

რონალდომ ჩემპიონთა ლიგაზე 174 შეხვედრა ჩაატარა, პაოლო მალდინის დაეწია და იკერ კასილიასის რეკორდამდე 14 მატჩი აკლია.

აარონ რამზი პირველი ბრიტანელია, რომელმაც ტურნირზე "იუვეში" გოლი გაიტანა.

მოსკოვი. "RZD არენა". 26 862 მაყურებელი
ლოკომოტივი - იუვენტუსი 1:2
გოლები: 0:1 რამზი (4), 1:1 ალეკსეი მირანჩუკი (12), 1:2 დუგლას კოსტა (90+3)


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული