მცველის მეკარეობა არ არის სახუმარო საქმე - უოკერი მარჯვედ იდგა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "ატალანტასთან" მატჩში "მანჩესტერ სიტის" მეკარე ედერსონმა ტრავმა მიიღო, ის კლაუდიო ბრავომ შეცვალა, რომელმაც პირველივე დარტყმული ბურთი გაუშვა.

81-ე წუთზე ბრავომ საჯარიმოს გარეთ თამაშის წესი იოსიპ ილიჩიჩზე დაარღვია და გააძევეს. მწვრთნელმა გვარდიოლამ რიად მარეზი კაილ უოკერით შეცვალა და კარში ჩააყენა.

უოკერმა რამდენიმე ბურთი მოიგერია, გოლი არ გაუშვა და ნამატჩევს BBC-ის შთაბეჭდილება გაუზიარა:

"ხანდახან ვარჯიშზე მეკარეებს დავცინი. ახლა მივხვდი, რომ ბურთი ხელში მხოლოდ მეორე ცდიდან უნდა დააფიქსირო.

აქ მოსაგებად ან 1 ქულის ასაღებად ჩამოვედით. ფრე კარგი შედეგია".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული