რონალდოსა და სარის შორის კონფლიქტია? - კრიშტიანომ მწვრთნელს ხელი არ ჩამოართვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ "ლოკომოტივთან" (2:1) შეცვლის დროს გუნდის მთავარ მწვრთნელ მაურისიო სარის ხელი არ ჩამოართვა.

სარიმ რონალდო 82-ე წუთზე პაულო დიბალათი შეცვალა.

გამოსვლისას რონალდომ იტალიელ სპეციალისტს ხელი არ ჩამოართვა.

შეხვედრის შემდეგ სარიმ საკუთარი გადაწყვეტილება ახსნა.

"რონალდო მისი ფიზიკური მდგომარეობისადმი სიფრთხილის გამო შევცვალეთ. პირველი ტაიმის ბოლოს ჩვენ ნერვიულობის მიზეზი გვქონდა, ხოლო მეორე ტაიმშიც გვქონდა ამის მიზეზი, რადგან აჩქარების დროს თავს კომფორტულად არ გრძნობდა.

ვფრთხილობდით, რადგან მას შეეძლო დაზიანება მიეღო, რაც მომავალში შეუშლიდა ხელს", - თქვა სარიმ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული