ზინედინ ზიდანი "გალათასარაისთან" 6:0-ზე: ეს სრულყოფილი გამოსვლა იყო

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა "გალათასარაისთან" (6:0) ჩემპიონთა ლიგის მატჩზე ისაუბრა.

თამაშის შესახებ
"მატჩის ბოლომდე ვშრომობდით და სწრაფად შევდიოდით პრესინგში. ეს სრულყოფილი გამოსვლა იყო".

როდრიგო გომესის ჰეთ-თრიკზე
"როცა შანსი აქვს, მას იყენებს. ვიცოდით მისი უნარების შესახებ, მაგრამ დღეს ყველაფერი ძალიან კარგად შეასრულა. მოდი, სიმშვიდე შევინარჩუნოთ. ეს არ არის სიურპრიზი იმათთვის, ვინც მას ვარჯიშებზე უყურებს, მაგრამ მოდით, მასზე ზეწოლას ნუ მოვახდენთ.

როდრიგოს ცოტ-ცოტა ყველაფერი აქვს. მისი ინტელექტი ჩემთვის უფრო გამოირჩევა - მას სურს სწავლა და განვითარება, ის ამას დიდ დროს უთმობს.

ის
დროთა განმავლობაში ფიზიკურად უფრო ძლიერი გახდება. ამასთან ერთად, ის ჭკვიანია. მისი თამაში ერთი სიამოვნებაა".

მარსელოს ტრავმაზე
"იმედი მაქვს, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა. მან თავად გაიფიქრა ამის შესახებ, როცა შეცვლა ითხოვა. ექიმები გადაწყვეტენ, როგორი მდგომარეობა გვაქვს".

ბენზემას შესახებ
"მისი სტატისტიკა მის სანაცვლოდ საუბრობს. ყველამ, ვისაც ფეხბურთი უყვარს, იცის, რა შეუძლია ქარიმს. დიახ, ახლა ის ყურადღებას გოლებით იქცევს, მაგრამ ის ისეთი ფეხბურთელია, რომელიც ძალიან კარგად ეწყობა თანაგუნდელებს.

მის თამაშს ადარებენ იმ პერიოდს, როცა "რეალში" კრიშტიანო რონალდო იყო. არადა, მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. ბენზემა უბრალოდ უფრო გამოცდილი ადამიანი გახდა. ის მამაა და ეს მის თამაშზე აისახება".

altჩემპიონთა ლიგა. IV ტური: "რეალის" სეზონის მატჩი და 18 წლის როდრიგოს ჰეთ-თრიქი - "შახტარის" ზაგრებული სასწაული [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული