რამზიმ "ლოკომოტივთან" გოლის გატანის გამო რონალდოს ბოდიში მოუხადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუსმა" მოსკოვში 2:1 დაამარცხა "ლოკომოტივი" და პლეი-ოფში გავიდა. მე-4 წუთზე რონალდომ საჯარიმო მახვილი კუთხიდან შეასრულა. მეკარე გილერმემ უპატიებელი შეცდომა დაუშვა, ბურთი ფეხებშუა გაუშვა და რამზიმ გოლი გაიტანა. თუმცა გოლი, ალბათ, რამზის გარეშეც გავიდოდა.

ნამატჩევს რამზიმ რონალდოს ბოდიში მოუხადა: "მეგონა, მეკარეს ბურთის მოგერიება შეეძლო. ინსტინქტმა იმოქმედა და ბურთს ფეხი მივარტყი, რათა კარის ხაზი გადაეკვეთა. კრიშტიანოს ბოდიში მოვუხადე".

მკითხველის კომენტარები / 1 /
კუანაა და იმიტო მოუხადა ბოდიში, დიდი კრისტიანო არ გამიბრაზდეს და ტაკოზე არ მითაქოსო, აბა სხვას თუ მოუხდიდა ბოდიშს...
levani
16:57 08-11-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული