ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუსმა" მოსკოვში 2:1 დაამარცხა "ლოკომოტივი" და პლეი-ოფში გავიდა. მე-4 წუთზე რონალდომ საჯარიმო მახვილი კუთხიდან შეასრულა. მეკარე გილერმემ უპატიებელი შეცდომა დაუშვა, ბურთი ფეხებშუა გაუშვა და რამზიმ გოლი გაიტანა. თუმცა გოლი, ალბათ, რამზის გარეშეც გავიდოდა.
ნამატჩევს რამზიმ რონალდოს ბოდიში მოუხადა: "მეგონა, მეკარეს ბურთის მოგერიება შეეძლო. ინსტინქტმა იმოქმედა და ბურთს ფეხი მივარტყი, რათა კარის ხაზი გადაეკვეთა. კრიშტიანოს ბოდიში მოვუხადე".