ჩემპიონთა ლიგა. V ტურის წინ: ვინ გავა 1/8-ფინალში?

AutoSharing Option
დღეს, 26 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩები გაიმართება.

A ჯგუფი
ამ ჯგუფში პლეი-ოფში გამსვლელი ერთი გუნდი უკვე ცნობილია. პირველ ადგილზე 12 ქულით პსჟ არის, ხოლო მეორე ადგილზე 7 ქულით მადრიდის "რეალია".

"რეალის" დაწევის შანსი თეორიულად "ბრიუგეს" აქვს, რომელსაც 2 ქულა აქვს. ამისთვის საჭიროა "ბრიუგემ" ორივე მატჩი მოიგო, ხოლო "რეალმა" ორივე წააგოს, რაც ნაკლებად რეალურია.

ჩემპიონთა ლიგის სათამაშო დღის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი მადრიდში გაიმართება, სადაც "რეალი" პსჟ-ს უმასპინძლებს. "რეალს" პოზიციის გასამყარებლად მინიმუმ ფრე მაინც სჭირდება, რომ შემდგომი ნერვიულობა თავიდან
აიცილოს.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში "ბრიუგე" "გალათასარაის" დაუპირისპირდება. "ბრიუგე" პლეი-ოფისთვის იბრძვის და აუცილებლად სჭირდება მოგება, თუმცა, მეორე მხრივ, "გალათსარაი" ცდილობს, ევროპა ლიგის საგზური მაინც მოიპოვოს.

B ჯგუფი
მიუნხენის "ბაიერნი" უკვე გასულია 1/8-ფინალში. ნიკო კოვაჩის გადაყენების შემდეგ დროებით "ბაიერნი" ჰანს-დიტერ ფლიკს ჩააბარეს. ფლიკს კარგი შანსი აქვს, თავისი კომპეტენცია "ცრვენა ზვეზდას" საგარეო მატჩში დაამტკიცოს.

ხოლო ლონდონის "ტოტენჰემი" ახალი მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით, ჩემპიონთა ლიგაზე პირველ მატჩს შინ "ოლიმპიაკოსთან" გამართავს. "ტოტენჰემი" მოგების შემთხვევაში პლეი-ოფის საგზურს გაინაღდებს. "დეზებმა" მოურინიოს თავკაცობით უკვე მოიგეს პირველი მატჩი პრემიერლიგაში.

C ჯგუფი
ამ ჯგუფში 1/8-ფინალში გასვლა ჯერ არავის გაუნაღდებია, თუმცა ამის მთავარი კანდიდატი "მანჩესტერ სიტია", რომელიც 10 ქულით ჯგუფს ლიდერობს.

დავით ხოჭოლავას "შახტარი" სწორედ "მანჩესტერ სიტის" ესტუმრება. "შახტარს" და ზაგრების "დინამოს" 5-5 ქულა აქვთ და მეორე ადგილისთვის იბრძვიან.

ზაგრების "დინამო" სტუმრად "ატალანტას" დაუპირისპირდება. იტალიელებს 1 ქულა აქვთ და მეორე ადგილის დაკავების მხოლოდ თეორიული შანსი გააჩნიათ.

D ჯგუფი
ტურინის "იუვენტუსი" პლეი-ოფში გასულია, თუმცა დღეს მადრიდის "ატლეტიკოსთან" შინ ითამაშებს და შეეცდება, მერვედფინალის საგზური პირველი ადგილიდან მოიპოვოს.

საბა კვირკველიას "ლოკომოტივი" შეეცდება, შინ "ლევერკუზენი" დაამარცხოს. ქართველმა მცველმა, როგორც იქნა, ითამაშა "ლოკომოტივის" შემადგენლობაში რუსეთის პრემიერლიგის მატჩში "ტამბოვთან" და იმედია, "ლევერკუზენთანაც" მიეცემა მოედანზე გასვლის შესაძლებლობა.

დღის მატჩები:

გალათასარაი-ბრიუგე 21:55
ლოკომოტივი ლევერკუზენი 21:55
რეალი-პსჟ 23:55
ცრვენა ზვეზდა-ბაიერნი 23:55
ტოტენჰემი-ოლიმპიაკოსი 23:55
მანჩესტერ სიტი-შახტარი 23:55
ატალანტა-დინამო (ზ) 23:55
იუვენტუსი-ატლეტიკო 23:55
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული