მაურისიო სარი: "ატლეტიკოსთან" თამაში იოლი არაა, მაგრამ...

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო სარიმ მადრიდის "ატლეტიკოსთან" მატჩამდე კომენტარი გააკეთა.

"პერიოდულად ჩვენი გუნდი უბრალოდ ბრწყინვალედ თამაშობს, მაგრამ მინდა, რომ გარკვეულ რაღაცებში უფრო სტაბილურები ვიყოთ.

შეგვიძლია კიდევ უფრო მოვუმატოთ. "ატლეტიკოსთან" თამაში იოლი არ არის, მაგრამ იმაზე არ უნდა ვიფიქროთ, რას მოიმოქმედებს მეტოქე. კონცენტრირებულები ვართ, რომ პირველ ადგილზე გავიდეთ.

დიეგო სიმეონემ გუნდთან ბრწყინვალედ იმუშავა და იმსახურებს საქებარ სიტყვებს.

კრიშტიანო რონალდოსთან კარგი ურთიერთობა მაქვს. თუ ეს ფეხბურთელი ბრაზდება, როცა მას ცვლიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ჯერ კიდევ სავსეა მოტივაციით, რაც ნამდვილად
პოზიტიური მომენტია. გუშინ ის თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობდა.

ისე ჩანს, თითქოს მისი მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა ჯერ კიდევ გვაქვს დრო, სიტუაცია შევაფასოთ. იგივე ეხება დე ლიხტსა და ბერნარდესკის", - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა უეფას პრესსამსახურთან საუბარში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჯერ ჯერობით ალეგრის იუვეს ვერაფრითა სჯობს.პირიქით უფრო უჭირს თამაშების მოგება.
აბუ
18:14 26-11-2019
0
მე პირადად სარის იუვე არ მომწონს და არც ჩელსი მომწონდა. ამიტომ იუვეს კრისტიანოს პატივსცემის მიუხედავად არ მივიჩნევ ფავორიტად. მაქსიმუმი 1/4 ფინალი.
G.LA
18:29 26-11-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული