27 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის მეორე სათამაშო დღის დარჩენილი მატჩები გაიმართა და პლეი-ოფში გასული ორი გუნდის ვინაობა გაირკვა.
E ჯგუფი
"ლივერპული" და "ნაპოლი" 1:1 დაზავდნენ. "ლივერპული" 10 ქულით ლიდერია, "ნაპოლი" კი 9 ქულით მეორე ადგილზეა.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა ფაბინიომ მე-19 წუთზე, ირვინგ ლოსანოსთან შეჯახებისას ტრავმა მიიღო და ჯორჯინიო ვეინალდუმმა შეცვალა.
"წითლების" მწვრთნელ იურგენ კლოპისთვის ეს ევროტურნირებზე მეასე მატჩი იყო - 52 მოგება, 23 ფრე და 25 წაგება.
ლივერპული. "ენფილდი"
ლივერპული - ნაპოლი 1:1
გოლები: 0:1 მერტენსი (21), 1:1 ლოვრენი (65)
"ზალცბურგმა" სტუმრად "გენკი" 4:1 დაამარცხა და ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა - ამისათვის ბოლო ტურში სახლში "ლივერპულს" უნდა მოუგოს.
გენკი. "ლუმინუს არენა"
გენკი - ზალცბურგი 1:4
გოლები: 0:1 დაკა (43), 0:2 მინამინო (45), 0:3 ჰვანგი (69), 1:3 სამატა (85), 1:4 ჰოლანდი (87)
F ჯგუფი
"ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე უპრობლემოდ, 3:1 სძლია "დორტმუნდს" და ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა.
მესიმ "ბარსელონაში" ჩატარებულ მე-700 მატჩში გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. მან ტურნირზე 34 სხვადასხვა გუნდს გაუტანა და რეკორდი დაამყარა. თან, სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი მიიღო.
ლუის სუარესს ზედიზედ მე-15 სეზონში ყველა ტურნირზე 10+ გოლი გააქვს.
26-ე წუთზე "ბარსას" თავდამსხმელმა უსმან დემბელემ ტრავმა მიიღო და ანტუან გრიზმანმა შეცვალა, რომელმაც 6-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა და ტურნირზე კატალონიური გუნდის შემადგენლობაში პირველად გაიტანა.
მან მეტოქის კარი მესის პასით დალაშქრა - უკანასკნელად ეს 24 სექტემბერს, "ვილიარეალთან" მოხდა.
"დორტმუნდმა" ყველა ტურნირზე ბოლო 3 შეხვედრიდან 2 წააგო, 1 ფრედ დაასრულა და 10 გოლი გაუშვა.
ბარსელონა. "კამპ ნოუ"
ბარსელონა - დორტმუნდი 3:1
გოლები: 1:0 სუარესი (29), 2:0 მესი (33), გრიზმანი (67), 3:1 სანჩო (77)
"ინტერმა" ჩეხეთში 3:1 მოუგო "სლავიას" და 7 ქულით მეორე ადგილზე გადავიდა. ამდენივე ქულით მესამე პოზიციაზე "დორტმუნდია".
35-ე წუთზე, ტაბლოზე რომელუ ლუკაკუს გოლის შემდეგ 0:2 აინთო, მაგრამ მსაჯმა შიმონ მარჩინიაკმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ ჩასათვლელი გოლი გააუქმა, საპასუხო შეტევისას კი "ნერაძურის" კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც სოუჩეკმა გამოიყენა. თუმცა ლუკაკუმ, რომელსაც კიდევ ერთი გოლი არ ჩაუთვალეს, მაინც გაიტანა, მერე კი მარტინესმა დუბლი შეასრულა.
პრაღა. "სინობო"
სლავია - ინტერი 1:3
გოლები: 0:1 მარტინესი (19), 1:1 სოუჩეკი (37, პენ), 1:2 ლუკაკუ (81), მარტინესი (88)
G ჯგუფი
"ლაიპციგმა" კომპენსირებულ დროში ფორსბერგის დუბლით "ბენფიკასთან" ფრედ 2:2 ითამაშა და პლეი-ოფში გავიდა.
"ლაიპციგის" 32 წლის თავკაცი იულიან ნაგელსმანი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელია, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდი პლეი-ოფში გავიდა.
ლაიპციგი. "რედ ბული"
ლაიპციგი - ბენფიკა 2:2
გოლები: 0:1 პიცი (20), 0:2 კარლოს ვინისიუსი (59), 1:2 ფორსბერგი (90, პენ), 2:2 ფორსბერგი (90+6)
H ჯგუფი
"აიაქსმა" სტუმრად მოუგო "ლილს" და 10 ქულით გალიდერდა. მას 2-2 ქულით "ვალენსია" და "ჩელსი" ჩამორჩებიან.
ნახევარმცველმა ჰაკიმ ზიეშმა ანგარიში 1:34-ე წუთზე გახსნა. ეს მიმდინარე ტურნირზე ყველაზე სწრაფი გოლია.
ლილი. "პიერ მორუა"
ლილი - აიაქსი 0:2
გოლები: 0:1 ზიეში (2), 0:2 პრომესი (59)
შემდეგ ეტაპზე უკვე 8 გუნდი გავიდა: პსჟ, "რეალი", "ბაიერნი", "ტოტენჰემი", "მანჩესტერ სიტი", "იუვენტუსი", "ბარსელონა" და "ლაიპციგი".