"ლივერპული" ჯგუფში ჩარჩება? - კლოპი ამბობს, რომ "ზალცბურგი" მაინც უნდა დაემარცხებინათ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპული" "ენფილდზე" "ნაპოლის" დაუზავდა (1:1) და ჯგუფში ჩარჩენის რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ტურნირის წლევანდელი გამარჯვებული სტუმრად "ზალცბურგთან" დამარცხდება, "ნაპოლი" კი სახლში "გენკს" მოუგებს. მოკლედ, 10 დეკემბერს შეიძლება სენსაციის მომსწრენი აღმოვჩნდეთ.

ნამატჩევს კომენტარი "წითლების" მენეჯერმა იურგენ კლოპმა გააკეთა.

"ნაპოლი" გასახდელში ისე ზეიმობს, თითქოს უკვე გავიდა შემდეგ ეტაპზე და შესაძლოა, ასეცაა. აქ ყველას ესმის, რომ გაგვიჭირდება. ეს ცხადია.

"ნაპოლის" გოლმა ხელი შეგვიშალა. მეტოქე გეგმის მიხედვით აგრძელებდა მოქმედებას, ჩვენ კი მუდმივად ზეწოლის განხორციელება გვიწევდა. საუკეთესოდ არ
გვიასპარეზია.

განსაკუთრებით უკმაყოფილო ვარ პირველი ტაიმის ბოლო 15 წუთით. შესვენების შემდეგ მოვუმატეთ. მოწინააღმდეგე მოპოვებულ უპირატესობას ძალიან უფრთხილდებოდა.

ნაღდი მომენტი მხოლოდ ერთი-ორი თუ გვქონდა. ზალცბურგში ისედაც ნებისმიერ შემთხვევაში მოგებას ვაპირებდით. ასე რომ, ჩვენი ამოცანა არ იცვლება.

საკვანძო მოვლენა ფაბინიოს ტრავმაა - უნიშვნელოვანესი მომენტია. იმედია, სერიოზული არაფერი სჭირს, მაგრამ მტკივნეული ტრავმაა, თანაც კოჭ-წვივზე", - დაიჩივლა კლოპმა BBC-სთან.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მიდი ზალცბურგ აუცილებლად უნდა მოუგო ამ წითლებს, ნაპოლმა კი გენკს. ერთი მაგათი ჩარჩენა გვაზეიმეთ.
!!!!!!!!!!!!!!!!!!!
10:45 01-12-2019
0
ნაპოლი ფრეზეც გადის
შაკო
10:40 28-11-2019
0

სიახლეები პოპულარული